ევროპის 2021 წლის Toyota RAV4 დატენვადი ჰიბრიდი ელექტრორეჟიმში 75 კმ-ს ფარავს

34 0

Toyota ევროპისთვის განკუთვნილი ფლაგმანი ჰიბრიდული მოდელის — RAV4 Plug-In Hybrid-ის მახასიათებლებსა და ვრცელ ფოტოგალერეას აქვეყნებს.

ის ამ დროისათვის ყველაზე მძლავრი RAV4 იქნება და 2.5 ლიტრიანი Hybrid Dynamic Force ბენზინის ძრავისგან, ორი ელექტროძრავისგან და 18.1 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეისგან 302 ცხენის ძალას მიიღებს.

თუმცა, სიმძლავრე RAV4 Plug-In Hybrid-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. საბოლოო სასერტიფიკაციო მონაცემები ელექტრიფიცირებულ SUV-ს სეგმენტის სათავეში აყენებს. როგორც WLTP ტესტირებები მიუთითებს, მანქანა 100 კმ-ზე 1 ლიტრ საწვავს მოიხმარს, CO2-ის გამოყოფა კი 22 გრამია კილომეტრზე.

ასეთი შთამბეჭდავი ციფრები რა თქმა უნდა, დიდწილად ბატარეებისა და ელექტროძრავების დამსახურებაა. RAV4 დატენვადი მოდელი ელექტრორეჟიმში 75 კილომეტრს გადის.

Toyota-ს განცხადებით, RAV4 ავთენტური ელექტრომობილის სახით მუშაობს: ელექტრორეჟიმი მისი საწყისი რეჟიმია და ბოლომდე დატენილი ბატარეით ქალაქში 98 კილომეტრს გადის დაახლოებით 135 კმ/სთ სიჩქარით. გარდა ამისა, აქვს მართვის კიდევ სამი რეჟიმი: ჰიბრიდული, ავტომატური ჰიბრიდული-ელექტრო და დამუხტვის რეჟიმი.

როდესაც სრული ენერგიაა საჭირო, 2,5 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავა ირთვება. 100 კმ/სთ-ს მანქანა 6 წამში ავითარებს. უკან ჩამონტაჟებული 53.6 ცხენის ძალიანი ელექტროძრავის წყალობით, აქვს ოთხივე წამყვანი თვლის ჭკვიანი სისტემა.

სალონში ნახავთ Toyota-ს უახლეს მულტიმედია სისტემას Apple CarPlay ან Android Auto სმარტფონთან ინტეგრაციით. სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი Toyota-ს უსაფრთხოების სისტემის ბოლო თაობა.