2020 წლის Audi SQ7-ს და SQ8-ს ამერიკის ბაზარზე 500 ცხენის ძალა ექნებათ

124 0

Audi-მ SQ7 და SQ8 შარშან წარმოადგინა და ამჯერად, კომპანია ადასტურებს, რომ მოდელები ამერიკაში შეაქვს.

მაშინ, როცა ევროპულ მოდელებს ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 დიზელის ძრავა აქვთ, რომელიც 429 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, კროსოვერების ამერიკული სპეციფიკაცია უფრო მძლავრ V8 ბენზინის ძრავას მიიღებს; ასევე ექნება ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი ძრავა, მაგრამ 500 ცხენის ძალით.

ძრავა დაკავშირებულია რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას სტანდარტულ ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას უგზავნის. შედეგად, ორივე მოდელი 100 კმ/სთ-ს 4,3 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.

კროსოვერებს ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა აქვთ, რომელსაც შეუძლია, უკანა თვლები წინა თვლების საპირისპირო მიმართულებით გადართოს. ეს კი აუმჯობესებს დაბალი სიჩქარის მანევრულობასა და მართვას, ისევე როგორც მაღალი სიჩქარის სტაბილურობას.

ხელმისაწვდომ მახასიათებლებს შორის იქნება ქანაობის სტაბილიზაციის აქტიური ელექტრომექანიკური სისტემა, რომელსაც შეუძლია წინა და უკანა განივი მგრადობის სტაბილიზატორების დაჭიმვა.

წინა მხარეს კროსოვერები დიდად ჰგვანან ევროპელ თანამოძმეებს. აქვთ ვერცხლისფერი სარკის თავსახურები, ოთხმილიანი სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა და Alu-optic დიზაინის დეტალი. SQ7-ს აქვს 20 და 21-ინჩიანი მეტალის დისკები, SQ8-ს კი 21 და 22-ინჩიანი.

Audi ბევრს არაფერს ამბობს ინტერიერის შესახებ, მაგრამ ადასტურებს, რომ მოდელებს ექნება წინა სპორტული სავარძლები გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციით.

ჯერჯერობით უცნობი რჩება ფასიც.

კომენტარის დატოვება