2020 წლის Nissan Leaf-ი თებერვალში გამოვა — ახალი ტექნოლოგიებითა და ფერებით

107 0

Nissan Leaf-ი უკვე ათი წლისაა და ამ თარიღისთვის, კომპანიამ ავტომობილი მნიშვნელოვნად განაახლა. მოდელს დაემატა მძღოლის დამხმარე სისტემები, საკომუნიკაციო საშუალებები და ფერები.

2020 წლის Leaf-ი იაპონიაში თებერვალში გამოვა და ექნება გაუმჯობესებული ProPilot ტექნოლოგია, სიჩქარისა და პარკინგის კონტროლის ოპტიმიზებული სისტემები. პირველად ამ მოდელის ისტორიაში, ის აღჭურვილი იქნება უხილავი ზონების აღმოჩენის ჭკვიანი სისტემითაც (Intelligent Blind Spot Intervention). გარდა ამისა, ელექტროჰეტჩბეკს შეიძლება ჰქონდეს Canto-ც, კომპანიის ხმოვანი ტექნოლოგია, რომელიც ქვეითებსა და სხვა მანქანებს მის შემჩნევაში დაეხმარება.

კიდევ ერთი სიახლეა ახალი EV ფუნქცია ე. წ. Door-to-Door ნავიგაციისთვის. ხელმისაწვდომია აერორუკები და კავშირის ტექნოლოგია Docomo, რომელიც სალონს Wi-Fi ზონად აქეცვს. Nissan-ს პირველად შემოაქვს Google-ის ძიების ხელსაწყოც და მომხმარებლებს My Car Check/Remote Door Lock აპლიკაციით შეეძლებათ შეამოწმონ, ჩაკეტეს თუ არა მანქანის კარები; თუ აღმოჩნდა, რომ არა — ამის გაკეთება დისტანციურად შეეძლებათ. სპეციალური აპლიკაციით შესაძლებელი იქნება Leaf-ის სტატუსის შემოწმებაც.

2020 წლის Leaf-ს ექნება სტანდარტული, 9-ინჩიანი საინფორმაციო დისპლეი, რომელსაც უფრო მარტივი ინტერფეისი აქვს. გარდა ამისა, მოდელს ემატება ორი ახალი ფერიც — კაშკაშა ლურჯი (Vivid Blue) და გაცრეცილი ნაცრისფერი. სახურავზე მოთავსდება ე. წ. ზვიგენის ზურგის ფორმის ანტენაც.

ახალი Leaf-ის ფასი იაპონიის ბაზარზე 30 409$-დან დაიწყება.