ინტერნეტში 2020 წლის VW Golf GTI-ს ფოტო ვრცელდება

22 0

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელშიც საწარმოში გადაღებული მომავალი VW Golf MK8 GTI-ის უკანა ნაწილია აღბეჭდილი.

ფოტოს Instagram-ის მომხმარებელი Wilcoblok-ი აქვეყნებს; აშკარად ჩანს, რომ Golf MK8-ს აქვს ექსტერიერის უფრო აგრესიული კომპლექტი, ნამდვილი GTI-ს შესაფერისი. მათ შორის არის უფრო გამოკვეთილი უკანა ბამპერი პატარა დიფუზორით, აქეთ-იქით განლაგებული წრიული გამოსაბოლქვი მილის წყვილი და საკმაოდ სახურავის მოზრდილი, შავი სპოილერი.

ფოტოზე აღბეჭდილ მანქანას იგივე ბორბლები აქვს, რაც წინა თვეებში რამდენიმე სატესტო მანქანაზე შენიშნეს. ეს კი უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ფოტო ნამდვილია.

წინა მოდელის მსგავსად, Volkswagen-ი ახალი „ცხელი“ Golf-ის ოთხ ვარიანტს წარმოადგენს: ბენზინის GTI-ს, დიზელის GTD-ს, plug-in ჰიბრიდ GTE-ს და კლასში მოწინავე R მოდელს, რომელიც ცოტა მოგვიანებით გამოვა.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობების მიხედვით, Volkswagen-ი ახალ Golf GTI-ს ამ წლის მარტში, ჟენევის მოტორშოუზე წარმოადგენს, R მოდელის დებიუტი კი ივლისში შედგება.

Volkswagen-ის ახალი ჰეტჩბეკი გამოიყენებს 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან EA888 ტურბოძრავას, რომელსაც საბაზისო ფორმით 242 ცხენის ძალა ექნება, Clubsport ვარიანტს კი 287. ორივე ვარიანტი შემოთავაზებული იქნება ტრანსმისიის სტანდარტულ ექვსსიჩქარიან მექანიკურ და შვიდსიჩქარიან ავტომატურ ორმაგი გადაბმულობის ვარიანტებად.

VW Golf GTI-ის მერვე თაობა წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიურად ხუთკარიანი ძარით, რადგან Volkswagen-მა სამკარიანი ვარიანტი წარმოებიდან სრულიად ამოიღო. ახალი Golf GTI ამერიკის ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდება.