2021 წლის Chevrolet Corvette შეიძლება გალფის ფერებში იყოს გადაწყვეტილი

587 0

„ახალი სარბოლო ზოლების დროა“, — ამბობს ახალი იდუმალი თიზერი, რომელიც Chevrolet Corvette-ის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა. შეიძლება თუ არა, რომ ამაში Chevrolet-ს ახალი სპორტული ფლაგმანის ფერთა გამა იგულისხმებოდეს? ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, ისაა, რომ C8 ნაჩვენებია Corvette-ისთვის არატიპურ ფერებში — ცისფერსა და Gulf Oil-ის კაშკაშა ნარინჯისფერში.

It’s time to earn some new racing stripes.

It’s time to earn some new racing stripes. Check back soon for news.

Posted by Corvette on ორშაბათი, 06 ივლისი, 2020

ამ ხანმოკლე თიზერში Chevrolet-მ ახალ C8 Corvette-ში გვიჩვენა ზოლების რამდენიმე წყება, რომელთაგან მრავალი საკმაოდ ნაცნობი და ძვირფასია Corvette-ის წარსულისთვის. აღსანიშნავია, რომ შავი მანქანა ყვითელი ზოლებით, საპირისპირო ვერსიაა იმ შავ-აქცენტებიანი ყვითელი სპორტული მანქანისა, რომელიც წლების განმავლობაში გამოდიოდა IMSA-სა და Le Mans-ის ავტორბოლებზე. შეჯიბრებში ყველა დროის ყველზე წარმატებული სარბოლო მანქანა კი თეთრი Corvette L88-ია ცისფერი ზოლებით.

ამავე დროს, გამოცემა Hagerty რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ C8 Corvette არჩევანის სახით მიიღებს წითელ ზოლებსაც, ისევე როგორც შავი ლითონისფერს, ცისფერს, ვერცხლისფერსა და ნარინჯისფერს.

ერთ-ერთი ფერთა გამა, რომელმაც Corvette-ის ფანების გაკვირვებას იწვევს, არის ეს კაშკაშა, ღია ცისფერი რენდერი ნარინჯისფერი ზოლებით.

მართალია, Hagerty შენიშნავს, რომ ამ ცისფერ-ნარინჯისფერ გამას აკლია შავი კონტური, რომელიც როგორც წესი, ნარინჯისფერი ზოლების გარშემო გვხვდება გალფის ფერებში გადაწყვეტილ მანქანებში, მაგრამ ის ნამდვილად ჯდება იმავე ზოგად დიზაინში, რომელშიც გადაწყვეტილია უკვე წარმოდგენილი ზოლები; შესაბამისად, ის ნამდვილად გადის გალფის ფერებში.

უცნობია, რა შეიძლება იყოს გალფის ფერებში გადაწყვეტის მიზეზი. როგორც წესი, ასეთი ფერები უფრო ასოცირდება Porsche 917-თან, McLaren F1-თან და Ford GT40-თან. არ არის გამორიცხული, რომ C8.R-ისთვის Chevrolet-მ ახალი სარბოლო სპონსორიც იპოვა.