ინტერნეტში 2021 წლის Ford Bronco-ს ფოტოები ვრცელდება

72 0

ინტერნეტში Ford Bronco-ს ახალი ფოტოები ვრცელდება. მიუხედავად დაბალი ხარისხისა, ოთხკარიანი მოდელის ფოტოების გამოჩენისთანავე, მათ ავთენტურობაში ეჭვი არავის შეპარვია.

ფოტოებზე ჩანს უხეში SUV-ი Bronco-თი ბრენდირებული ცხაურითა და LED ფარებით, რომლებიც Bronco Sport-ის ფარებს ჰგავს. ასევე შენიშნავთ ახოვან წინა ბამპერს საბუქსირე კაუჭებით.

მოდელს აქვს ფრთის თაღის გამოკვეთილი პანელები და ოფროუდისთვის განკუთვნილი ბორბლები. იქვე შენიშნავთ გარსშემოდენილ ძარას, ქვედა სარტყლის ხაზს და კუთხურ მხრის ხაზს, რომელიც წინა Bronco-ებისას ჰგავს. სურათზე ასევე ჩანს გვერდებზე გამომავალი უკანა გაბარიტული ფარები.

წინა ფოტოებზე Bronco სახურავახდილი იყო ასახული, მაგრამ ის ამჯერად თავის ადგილზეა. დეტალების გარჩევა რთულია, თუმცა, სავარაუდოდ ის გადასახსნელია.

უფრო დამაჯერებელია ორკარიანი Bronco-ს ფოტო, რომელშიც ოთხკარიანი მოდელის დიზაინის მრავალ მახასიათებელს შენიშნავთ. გარდა ორი კარის ნაკლებობისა და თვლების ბაზის დიდი ნაწილის დაკლებისა, შენიშნავთ გრძელ გვერდითა ფანჯარას.

გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები ნამდვილია, მაგრამ მათზე ასახულია წარმოებამდელი მოდელები. შესაბამისად, საბოლოო, საწარმოო მოდელებში შეიძლება მცირე ცვლილებები ვიხილოთ.

2021 წლის Bronco სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება ორნაირი ძრავით. საწყისი მოდელი აღიჭურვება 2.3-ლიტრიანი EcoBoost ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასევე შეიძლება ვიხილოთ 2.7-ლიტრიანი EcoBoost V6 ძრავა დაახლოებით 325 ცხენის ძალითა და 542 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით.