ოჯახური პორტრეტი — 2021 წლის Genesis G80 სედანი და GV80 SUV-ი

219 0

Genesis-ი აქტიურად ცდილობს თავის დამკვიდრებას მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პრემიუმ საავტომობილო ბრენდებს შორის.

სტატუსის ამაღლების მიზნით, კორეულმა ავტომწარმოებელმა შეიმუშავა სრულიად ახალი დიზაინის ენა, რაც კარგად ჩანს ახალ GV80 SUV-ზე და ახალ G80 სედანში.

ფოტოზე მოცემული ორი მანქანა ერთად, სამშობლოში შენიშნეს. სურათები კორეულმა პორტალმა Bobaedream-მა გამოაქვეყნა; უკეთ ვხედავთ, როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს და ზომების უკეთ აღქმის საშუალებასაც გვაძლევს.

ზემოთ ხსენებულ დიზაინის ენას მწარმოებელი „ათლეტური ელეგანტურობას“ უწოდებს; ორივე მანქანას აქვს ფართო შვერილი ცხაური, გაყოფილი მართკუთხა ფარები და წინიდან უკან მიმავალი ვრცელი ხაზები. თუკი მოგწონთ ამ ტიპის იერი, რომელიც Audi-სა და Bentley-ს დიზაინის გარკვეულ ელემენტებს შეიცავს, არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ორი მოდელიც არ მოგეწონოთ.

რაც შეეხება ინტერიერს, მსგავსებები იქაც არის; ორივე მოდელს აქვს სიჩქარის ბრუნვითი გადამრთველი ციფერბლატი, პოზიციონირებადი საინფორმაციო დისპლეი. მაგრამ თუკი ძალიან ახლოდან დააკვირდებით, კაბინებს შორის საკმაოდ ბევრი განსხვავებაა, მათ შორის, კარის პანელები, კლიმატკონტროლის სტრუქტურა, სავენტილაციო ხვრელები და საჭე. ასე რომ, სალონებს შორის „კოპი-პეისტ“ სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს.

რაც შეეხება ფასს, ახალი G80-ის შემთხვევაში ეს ჯერ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ GV80-ის ფასი აშშ-ში 48 900 დოლარიდან დაიწყება, მაგრამ თუ უკანა წამყვანი თვლები გსურთ, 5750$-ის დამატება მოგიწევთ.