2021 წლის Lexus LC კუპე — ნაკლები წონა და ბევრი სპორტული დეტალი

210 0

ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე შარშან Lexus-მა 2021 წლის LC Convertible წარმოადგინა, ამჯერად კი კომპანია განახლებულ კუპეს გვთავაზობს.

2021 წლის LC Coupe ერთი შეხედვითვე გამორჩეულია, აქვს ნაცნობი დიზაინი; ექსტერიერში განხორციელებული უდიდესი ცვლილებაა განახლებული ფერთა პალიტრა, რომელიც ახლა უკვე მოიცავს კადმიუმის ნარინჯისფერს და ნორისფერ მწვანესაც. განახლებულია მეტა 20-ინჩიანი დისკებიც, რომელიც გრაფიტისფერ შავშია გადაწყვეტილი.

მცირე ცვლილებები გრძელდება სალონშიც, სადაც ნახავთ 10,3-ინჩიან საინფორმაციო სისტემას, რომელსაც უკვე აქვს Android Auto-ს მხარდაჭერა. ამ ცვლილებას მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა, რადგან მანქანას უკვე ჰქონდა Apple CarPlay-ს მხარდაჭერა.

გარდა გაუმჯობესებული კავშირის ტექნოლოგიებისა, განახლებულია ინტერიერის გადასაკრავი მასალებიც. ამოღებულია თეთრი ტყავი, თუმცა არჩევის შემთხვევაში დამატებულია ალისფერი წითელი.

უდიდესი ცვლილება მაინც ძარის შიგნით იმალება, რადგან ინჟინრებმა მანქანის წონა 10 კგ დააკლეს. ამის მისაღწევად, მათ დაამატეს საკიდრის ახალი სტაბილიზატორი, ალუმინის კომპონენტები, ცეცხლგამძლე ზამბარები და უფრო მსუბუქი უკანა თვლები.

რაც შეეხება საკიდრებს, ისინი მნიშვნელოვნად გადააკეთეს, რათა მიეღო „უფრო ძლიერი კავშირი გზასთან“. ცვლილებებს შორის არის უფრო მტკიცე უკანა სტაბილიზატორი და გრძელი წინა ცხვირი. მანქანის სტაბილურობის კონტროლის სისტემა აღიჭურვა ახალი აქტიური მოხვევის დამხმარის (Active Cornering Assist) ფუნქციით, რომელიც წინა თვლებს ამუხრუჭებს, რათა მოსახვევებში შესვლა უფრო გაბედული იყოს.

კიდევ ერთი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აღიჭურვა ახალი გადართვის ლოგიკით, რომელიც სიჩქარის გადართვამდე უზრუნველყოფს უფრო მაღალ ბრუნებს. Lexus-ის განცხადებით, მათ ფოკუსირება მოახდინეს ე. წ. აქტიურ ზონაზე, სადაც „მძღოლების უმეტესობა გაზის პედალს 50-70%-ით იყენებს“.

მანქანა აღჭურვილი 471 ცხენის ძალის მქონე 5.0-ლიტრიან V8 ძრავით, რომელიც LC 500-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას მხოლოდ 4,4 წამში აძლევს.

იმ მომხმარებლებს კი, რომლებიც უფრო ეკომეგობრულ მანქანას ეძებენ, შეუძლიათ აირჩიონ LC 500h 3,5-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელსაც ასევე აქვს ორი ელექტროძრავა, ოთხსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ლითიუმ-იონის ბატარეები. შედეგად, ჰიბრიდის მაქსიმალური სიმძლავრე 354 ცხენის ძალაა.

Lexus-ი არ აკონკრეტებს, როდის გავა ბაზარზე 2021 წლის LC, თუმცა ამ საკითხზე კომპანიას პრესკონფერენცია ზაფხულისთვის აქვს დაგეგმილი.