ევროპაში ტესტირებისას 2021 წლის Mitsubishi Outlander-ი შენიშნეს — ახალი პლატფორმა და დიზაინი

107 0

უახლესი თაობის, 2021 წლის Mitsubishi Outlander-ის პროტოტიპი ევროპაში საიდუმლოდ გატესტეს; კონცეპტუალური მანქანით შთაგონებული მისი იერსახე როგორც ჩანს, ახალ პლატფორმას ეფუძნება.

თუმცა, მისი გადაღება გამოცემა Carscoops-ის ჯაშუშმა ფოტოგრაფმა მაინც შეძლო. მისი აზრით, ახალ Outlander-ი დაფუძნებულია Renault-Nissan-ის Common Module Family (CMF) პლატფორმაზე, რომელსაც იყენებს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Nissan Qashqai და Renault Kadjar-ი. დეტალები ძალური გადაცემის სისტემის შესახებ, ამ ეტაპზე დაუდასტურებელია.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის აღიჭურვება 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, ისევე როგორც 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი PHEV ძალური გადაცემის სისტემით.

ვიზუალურად, Mitsubishi-მ შთაგონების წყაროდ გამოიყენა შარშანდელ ჟენევის მოტორშოუზე წარმოდგენილი Engelberg Concept-ი. შედეგად, ამ პროტოტიპის კამუფლაჟს მიღმაც ჩანს, რომ მას ექნება ვრცელი Dynamic Shield წინა ცხაური და LED ფარები. ფარებისა და მოხვევის გვერდითი ციმციმების ქვეშ ჩანს მეორეული ფარები, რაც წინა ბამპერს მეტად საოცარს ხდის.

2021 წლის Mitsubishi Outlander-ის საერთო ფორმა თვალშისაცემად განსხვავდება ამჟამინდელი მოდელისგან და ძალიან ჰგავს Engelberg Concept-ს.

ჯერ არაფერი ვიცით, როგორია ახალი Outlander-ის ინტერიერი, მაგრამ თუ კონცეპტთან მსგავსებები სალონშიც გრძელდება, ახალი SUV-ი ნამდვილად კარგი ადგილი იქნება დროის გასატარებლად.

Engelberg Concept-ის სალონში წარმოდგენილი იყო ოთხსხივიანი საჭე, საზომ ხელსაწყოთა სრულიად ციფრული დაფა, ხელსაწყოთა პანელის ცენტრში განთავსებული დიდი საინფორმაციო ეკრანი და მეორე სენსორული დისპლეი ჰაერის კონდიცირებისა და გათბობის სისტემების საკონტროლებლად.

2021 წლის Mitsubishi Outlander-ის დებიუტი ოქტომბრის დასაწყისში, პარიზის ავტოშოუზე შედგება.