2021 წლის Nissan Rogue / X-Trail-ის საპატენტო განაცხადის საფუძველზე შექმნილი ილუსტრაცია

118 0

გასულ თვეში, ბრაზილიის საპატენტო სამსახურმა გამოაქვეყნა განაცხადები, რომელებიც სავარაუდოდ შემდეგი თაობის, 2021 წლის Nissan Rogue / X-Trail-ს ეკუთვნის, რადგან ისინი აშკარად ჰგავს ჯაშუშ ფოტოგრაფთა მიერ გადაღებულ ამ მოდელის კამუფლაჟებით დაფარულ პროტიტიპებს.

ახალ Rogue-ს ექნება გაყოფილი ფარები, უფრო გამოკვეთილი V-ს ფორმის ცხაური, ვერტიკალური ჰაერმიმღებები და კარებზე დამონტაჟებული გვერდითა სარკეები (რასაც ვერ ნახავთ წინა თაობის მოდელებში).

დიზაინის განაცხადზე დაყრდნობით, უკანა მხარეს იქნება ჰორიზონტალური გაბარიტული ფარები, რომლებიც ფრთებშია შეჭრილი. ასევე შეიმჩნევა ოდნავ დამრეცი სახურავი, რომელიც რაღაცით ჰგავს ამჟამინდელ მოდელს.

პორტალმა Kolesa-მ დიზაინის განაცხადის საფუძველზე რენდერიც შექმნა. თუ საქმე მართლაც შემდეგი თაობის Rogue / X-Trail-თან გვაქვს, როგორც დიზაინი მეტყველებს, მოდელი კონკურენციას გაუწევს 2020 წლის Toyota RAV4-ს, Honda CR-V-ს და სხვა მეტოქეებს ძლიერ ცვალებად SUV სეგმენტში.

ასევე ცოტა რამ არის ცნობილი იაპონური კროსოვერის ინტერიერის დიზაინის შესახებ. ცნობილია, რომ წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის მასალები, ბრტყელძირიანი საჭე, ახალი ციფრულ ხელსაწყოთა ბლოკი, თავისუფლად მდგომი საინფორმაციო დისპლეი პატარა გადამრთველით.

რაც შეეხება ძალური გადაცემის სისტემას, ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია ცნობილი, მაგრამ შესაძლოა, 2021 წლის Rogue-ს ჰქონდეს 188 ცხენის ძალის მქონე 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელსაც Altima-ც იყენებს. ამჟამინდელი მოდელის ძრავის სიმძლავრე 170 ცხენის ძალაა.

2021 წლის 2021 Rogue / X-Trail-ს Nissan-ი სავარაუდოდ წლის ბოლოს გაუშვებს; პრეზენტაცია სავარაუდოდ ონლაინ-სტრიმით მოხდება.