2023 წლის VW Passat-ს გლობალური პლატფორმა და ელექტრო ვერსია ექნება

1215 0

როგორც ჩანს, Volkswagen Passat-ის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

საშუალო ზომის მანქანა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისთვის ძველ PQ46 პლატფორმაზე იგება, ევროპისთვის კი MQB არქიტექტურაზე, მალე განახლებულ MQB ვერსიაზე გადავა და მთელ მსოფლიოში ერთნაირი მანქანა იქნება.

გამოცემა Autocar-ი შიდა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაერთიანებულ სამეფოში ის 2023 წელს გაეშვება იმავე ზომის Arteon-თან და მომავალ ელექტრომობილთან ერთად, რომელიც ID Vizzion Concept-ის სახით ვიხილეთ. წარმოდგენილი იქნება როგორც წინა წამყვანი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით, სავარაუდოდ ძარის ორი სხვადასხვა სტილით — სედანითა და უნივერსალით; სავარაუდოდ ვიხილავთ Alltrack ქროსოვერ ვარიანტსაც.

ახალი კონსტრუქცია გააგრძელებს დატენვადი ჰიბრიდის სისტემის მხარდაჭერას; კითხვის ნიშნის ქვეშ არც სრულიად ელექტრო ვარიანტია. ისინი ჩვეულებრივ, ბენზინისა და დიზელის მოდელებს შეუერთდება.

ახალი პასატი B9-ის სახელით იქნება ცნობილი და როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია მისი დიზაინიც. ის ყველა ვარიანტში ვერ ასცდება ევოლუციურ გზას და უფრო ტრადიციული დიზაინი ექნება, ვიდრე სპორტული იერის Arteon-ს. გაუმჯობესებული იქნება ინტერიერი. დიდი ალბათობით, აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის 5G კავშირით და მოწინავე ნახევრად ავტომატური მართვის სისტემებით.

შენიშვნა: ფოტოებზე წარმოდგენილია 2020 წლის ევრო სპეციფიკაციების VW Passat-ი.