Alfa Romeo გაზაფხულზე Giulietta-ს წარმოებას წყვეტს

160 0

გავრცელებული ინფორმაციით, Alfa Romeo გაზაფხულზე ჰეტჩბეკ Giulietta-ს წარმოების შეწყვეტისთვის ემზადება. ეს მოდელი ამჟამად Audi A3-ის მთავარი კონკურენტია.

Alfa Romeo Giulietta-ს წარმოების შეწყვეტა ქალაქ კასინოს ქარხანაში ადგილს გამოათავისუფლებს და როგორც ცნობილი ხდება, Fiat Chrysler Automobiles ამ რესურსს Giorgio-ზე დაფუძნებული მომავალი SUV-ის, Maserati-ს მოახმარს, რომელიც Levante-ს სახელით გამოვა.

Giulietta-ს ბედი მას შემდეგ გადაწყდა, რაც Alfa Romeo-ს მთლიანობაში საკმაოდ შეუმცირდა გაყიდვები. ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, რომ მოდელს მემკვიდრე დარჩება, რადგან კომპანია მთავარ აქცენტს Tonale SUV-ის წარმოებაზე აკეთებს.

კომპანიის უახლესი საწარმოო გეგმების მიხედვით, კიდევ ერთი SUV მოდელის გამოშვებას Alfa Romeo 2022 წელს გეგმავს, რა დროისთვისაც ევროპის ბაზრის B სეგმენტში ის კონკურენციას Audi Q2-სა და Mercedes GLA-ს გაუწევს.

SUV-ების დიაპაზონში სამი მოდელის ქონა (Stelvio, Tonale და ზემოთ ხსენებული შედარებით პატარა B-SUV მოდელი) ისტორიულ იტალიურ ბრენდს სავარაუდოდ დაეხმარება წინ წაიწიოს სწრაფად ცვალებად ბაზარზე, რომელიც Giulietta-ს მსგავს კომპაქტურ ჰეტჩბეკებს ადგილს აღარ უტოვებს.

Alfa Romeo Giulietta ევროპაში პირველად 2010 წელს გაეშვა; 2014 და 2016 წლებში გამოვიდა მისი ორი განახლებული ვერსია, 2019 წელს კი ასევე განახლებული, მაგრამ შედარებით პატარა მოდელი.