2020 წლის Nissan Juke — უფრო დიდი მანქანა კვლავ გამორჩეული იერით

156 0

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან სუბკომპაქტური კროსოვერების სეგმენტი თვის დიზაინით განაცვიფრა და Nissan Juke ამჯერად მეორე თაობით ბრუნდება, თანაც პირობას დებს, რომ წინამორბედს ყველა ასპექტში დაჯაბნის.

2020 წლის Nissan Juke პირველი თაობის წარმატების გამეორებას ევოლუციური დიზაინით ცდილობს, რომელიც მხიარულ იერსახეს ინარჩუნებს, მაგრამ ახალი CMF-B პლატფორმის წყალობით არის უფრო ტევადი; ამავე პლატფორმას იყენებს Renault Captur-ი და Clio.

ახალი Juke სიგრძეში 4,21 მეტრია, სიმაღლეში 1,59 მ, სიგანეში 1,8 მეტრი, მაგრამ წინა თაობის მოდელთან შედარებით, მაინც 23 კილოგრამით ნაკლებია.

უფრო ჰარმონიული მახასიათებლების, მაგალითად, „მოტივტივე სახურავის“ დიზაინისა და სახასიათო ხაზის წყალობით, კროსოვერი საკმაოდ ათლეტურად გამოიყურება. ექსტერიერში ასევე გამოირჩევა ისეთი დეტალები, როგორებიცაა V-ს მსგავსი მკაფიო ცხაური და სტანდარტული სრულიად LED წინა ფარები და უკანა გაბარიტული ფარები.

რაც შეეხება განათებას, Juke ინარჩუნებს სახელგანთქმულ წრიულ წინა ფარებს, რომელშიც დამატებულია Y-ის ფორმის ახალი ხელწერა, მის ზემოთ კი მოთავსებულია პრიალა ჰორიზონტალური LED DRL-ები. უკანა მხარეს Juke-ს აქვს ბუმერანგის ფორმის ჰორიზონტალურად განლაგებული გაბარიტული ფარები.

ხაზის 11 ფერს დაემატა ექსკლუზიური, ახალი ფერი სახელად Fuji Sunset. Nissan-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს ექსტერიერის პერსონალიზაციას მყიდველის გემოვნებაზე მორგებადი ბამპერების, კარებისა და 19-ინჩიანი ალუმინის დისკების თვალსაზრისით.

ექსტერიერისგან განსხვავებით, ინტერიერი რადიკალურად არის შეცვლილი, არა მხოლოდ სივრცის თვალსაზრისით. Nissan-ის განცხადებით, უკანა სავარძლის მუხლების სივრცე გაზრდილია 5,8 სანტიმეტრით, თავის სივრცე 1,1 სმ-ით, სავარძლის ტევადობა ახლა 20 პროცენტით მეტია და 422 ლიტრს შეადგენს. ბევრი რამ არის შეცვლილი ინტერიერის დიზაინში; მაგალითად, სრულიად ახალი ხელსაწყოთა პანელი ცენტრალური დისპლეით, ახალი მულტიფუნქციური საჭე და ცენტრალურ კონსოლზე შემცირებული ღილაკების ოდენობა.

ახალი საინფორმაციო სისტემა NissanConnect-ი მოიცავს 8-ინჩიან სენსორულ დისპლეის, რომელიც თავსებადია Apple CarPlay-სთან, Android Auto-სთან და Google Assistant-თან. ასევე ნახავთ ხმის გაზრდილი ხარისხის მქონე Bose Personal Plus-ის რვადინამიკიან სისტემას.

Nissan-ის განცხადებით, გაუმჯობესებულია მართვის პოზიცია და ახალი, რბილი მასალებით არის დაფარული ტორპედო, კარის საპირე; უფრო მეტად პრემიუმ-შეგრძნება აქვს ფეხების სივრცეს. 2020 წლის Juke-ში სტანდარტის სახით ნახავთ სპორტულ წინა სავარძლებს და ალკანტარას ან ტყავის გადასაკრავებით. სალონის პერსონალიზაციის პარამეტრებს შორის არის გადასაკრავების მრავალი კომბინაცია, სალონისა და სახურავის ფერი.

მართალია, Nissan ახალ Juke-ს სპორტულ კროსოვერს უწოდებს, მაგრამ 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი DIG-T ბენზინის ძრავა ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. სიმძლავრე 115 ცხენის ძალაა, რაც ავტომწარმოებლის განცხადებით, საკმარისია გაუმჯობესებული მუშაობის, საწვავის ეკონომიისა და დახვეწისათვის. ძრავა დაკავშირებულია ექვს-სიჩქარიან მექანიკურ ან შვიდ-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის ავტკმატურ გადაცემათა კოლოფთან.

რაც შეეხება შასს, ავტომწარმოებლის განცხადებით, უდრეკი პლატფორმა უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობას, წარმადობასა და მოხვევის შესაძლებლობებს.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ახალი Juke ერთ-ერთი ყველაზე სუფთა Nissan-ია; აღჭურვილია Nissan Intelligent Mobility ტექნოლოგიით, რომელიც მოიცავს ჭკვიან საგანგებო დამუხრუჭების სისტემას, ქვეითისა და ველოსიპედისტის ამოცნობის სისტემას, ტრაფიკის ხასიათის ამოცნობის სისტემას, ზოლიდან გადასვლის ჭკვიან სისტემას, უკუსვლის ტრაფიკის სიგნალსა და ბნელი წერტილების ინტერვენციის სისტემას.

Juke-ის აწყობას Nissan-ი გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ სანდერლენდის ქარხანაში აგრძელებს. ევროპის ბაზარზე მანქანა ნოემბერში გამოჩნდება.