BMW ევროპული მოდელების დიაპაზონის სრულ განახლებას აანონსებს — რას უნდა ველოდოთ

34 0

BMW ევროპული მოდელებისთვის განკუთვნილ განახლებებს აანონსებს. მანქანები ბებერ კონტინენტზე შემოდგომაზე გამოჩნდება.

ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე ის არის, რომ BMW-ს ოჯახს ხუთი დატენვადი ჰიბრიდი შეემეტაბა; ეს იქნება ყველა დროის პოპულარული 5-სერიის მოდელების ვარიანტები, მათ შორის — BMW 545e xDrive სედანი, 530e Touring-ი და 530e xDrive Touring-ი.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია BMW 545e xDrive სედანი, რადგან ის იყენებს ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავასა და ელექტროძრავას, რომლებიც რვასიჩქარიან სტეპტრონიკ ტრანსმისიასთან არის დაკავშირებული. ჯამში მანქანას 394 ცხენის ძალა აქვს და ოთხივე თვალი წამყვანია.

3-Series-სა და 8-Series-ის ყველა მოდელში BMW ამატებს დიზელის ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავებს 480ვოლტიანი სუსტი ჰიბრიდის ტექნოლოგიასთან ერთად. 2020 წლის ნოემბრიდან, 3-Series-ის დიაპაზონში ხელმისაწვდომი იქნება სუსტი ჰიბრიდი 30d სედანი, 330d Touring და 330d xDrive Touring; ყველა მათგანს 286 ცხენის ძალა ექნება. რაც შეეხება 8-Series-ს, დიზელის სუსტი ჰიბრიდები აქაც იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, 840d xDrive Coupe და 840d xDrive Convertible 340 ცხენის ძალით.

გერმანული ავტომწარმოებელი ძალური გადაცემის ახალ სისტემებს შემოგვთავაზებს 1-Series-სა და 2-Series Grand Coupe-ს შემთხვევაშიც. დიაპაზონში ახალი BMW 116i სამცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელსაც 109 ცხენის ძალა აქვს. გარდა ამისა, ამ მოდელს სტანდარტის სახით აქვს ექვსსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, მაგრამ მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს შვიდსიჩქარიანი სტეპტრონილ ტრანსმისიაც. 1-Series-ს დიაპაზონში ახლა უკვე წარმოდგენილია 120i ვარიანტი 178 ცხენის ძალით. 2-Series Gran Coupe შეიძლება გაიყიდოს 216d Gran Coupe-ს ფორმით, 116 ცხენის ძალიანი სამცილინდრიანი დიზელის ძრავით.

განახლდა BMW-ს Urban Cruise Control სისტემაც, რომელსაც ახლა უკვე აქვს შუქნიშნების ამოცნობის უნარი, რომელიც მანქანას წითელზე გაჩერებაში დაეხმარება და მწვანეს ანთებისას აჩქარებაში. BMW ასევე აანონსებს, რომ X1-სა და X2-ში წარმოდგენილი იქნება ადაპტურ LED ფარები. და ბოლოს, ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ახალი ფერები დაემატება 4-Series-ს, X5-ს, X6-სა და X7-ს.