2020 წლიდან BMW თავის მოდელებს Android Auto კავშირს ამატებს

153 0

ერთი კვირის წინ, BMW-მ Apple CarPlay-ის მიმართ საკუთარი პოლიტიკა შეცვალა, ამჯერად კი კომპანია ადასტურებს, რომ 2020 წლის ივლისიდან საკუთარ მანქანებში დანერგავს Android Auto კავშირსაც; ამით დასრულდება ერთ-ერთი უდიდესი მოთხოვნა, რაც მომხმარებლებს ამ ბრენდის მიმართ აქვთ.

ბავარიულ ავტომწარმოებელს Android Auto-ს დანერგვა შეიძლება ცოტა დააგვიანდა კიდეც, რადგან გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მანქანებში მხოლოდ Apple CarPlay-ს იყენებდა. მომხმარებლებს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვა შეეძლებათ არა მხოლოდ ცენტრალურ საინფორმაციო ეკრანზე, არამედ საზომ ხელსაწყოთა ბლოკსა და წამყვან ეკრანზეც.

ბოლო დროს კომპანიას მკაცრად აკრიტიკებდნენ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, Apple CarPlay მან ხელმომწერთა სერვისის სახით დანერგა, უფასოდ ხელმისაწვდომი კი მხოლოდ რამდენიმე მოდელში გახადა.
Android Auto ფუნქციას BMW 2020 წლის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე წარმოადგენს, სერვისი კი 2020 წლის ივლისიდან გახდება ხელმისაწვდომი ყველა იმ მოდელში, რომელიც BMW-ს ოპერაციულ სისტემა 7.0-ზე მუშაობს.

„მოხარული ვართ, რომ BMW-სთან მუშაობის შემდეგ, მომავალი წლიდან, მათ მომხმარებლებს Android Auto-ს უკაბელო კავშირით სარგებლობა შეეძლებათ. სმარტფონებით BMW-ს მანქანებთან უკაბელო კავშირი მძღოლებს უფრო სწრაფად მოძრაობის საშუალებას მისცემს ისე, რომ პარალელურად უსაფრთხოდ წვდომა შეინარჩუნონ თავიანთ ყველა ფავორიტ აპლიკაციასთან და სერვისთან“, — ამბობს Google-ის ინჟინერიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ბრედი.