BMW M-მა გაყიდვებით Mercedes-AMG-ს გადაუსწრო

27 0

მაშინ, როცა Mercedes-ი AMG-ის ლოგოს თითქმის ყველგან აპიარებს, BMW M გულიანად იცინის, რადგან გასულ წელს მან რეკორდული ოდენობის, 135 829 ერთეული მანქანა გაყიდა.

მართალია, BMW M არ ახსენებს Mercedes-AMG სახელს, მაგრამ შენიშნავს, რომ რეკორდული გაყიდვები ნიშნავს „ყველაზე წარმატებულ მწარმოებელს თავის სეგმენტში“.

2019 წელს, BMW M-ის მოდელების გაყიდვა 32,2 პროცენტით გაიზარდა. კომპანია წარმატებას უნდა უმადლოდეს „განუმეორებელი მოდელებით იერიშს“, რაშიც ძირითადად იგულისხმება ახალი X3-ის და X4 M-ის, ისევე როგორც M8 Coupe-სა და კაბრიოლეტის გამოშვება.

BMW M-ის უდიდესი ბაზარი აშშ იყო, სადაც კომპანიამ შარშან 44 442 მანქანა გაყიდა. მოწინავე სამ ბაზარს შორის ასევე მოხვდნენ გერმანია (26 110 ერთეული) და გაერთიანებული სამეფო (17 688 ერთეული).

BMW M გაყიდვების გაზრდას მომავალშიც ელოდება, რადგან გაეშვება რამდენიმე ახალი მოდელი. სულ მალე უკვე დილერებთან იქნება M8 Gran Coupe, რომელსაც მოგვიანებით M2 CS, X5 და X6 M შეუერთდებიან. 2020 წელს BMW-ს ასევე დაანონსებული აქვს M3 სედანისა და M4 Coupe-ს პრემიერა.

BMW არ აკონკრეტებს, როდის შედგება ამ მოდელების დებიუტი, მაგრამ ცნობილია, რომ ექნებათ იგივე 3.0-ლიტრიანი M Twin Power Turbo ექვსცილინდრიანი ძრავა, რასაც X3 M და X4 M იყენებენ. შედეგად, სტანდარტულ მოდელს ექნება 473 ცხენის ძალა, კაბრიოლეტ ვარიანტს კი 503 ცხენის ძალა.

BMW M-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკუს ფლაშის განცხადებით, კომპანია ამაყობს, რომ ამ სეგმენტში ტოპ-გაყიდვადი ბრენდი გახდა და წარმატებას მიაწერს მათი პროდუქტების ავთენტურ ხასიათსა და მუდმივად ზრდის სტრატეგიას..