BMW წყალბადის სათბობ ბატარეებს მომუშავე X6-ს და X7-ს გამოუშვებს

27 0

BMW-ს კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი კლაუს ფროელიჰი აცხადებს, რომ გერმანული ავტომწარმოებელი X6 და X7 SUV-ების წყალბადის სათბობ ბატაერეაზე მომუშავე ვერსიებს გამოუშვებს.

გამოცემა Auto News Europe-თან სხვადასხვა თემაზე საუბრისას, ფროელიჰმა აღნიშნა, რომ BMW უახლეს სათბობ ბატარეებზე Toyota-სთან ერთად მუშაობს, რაც ამ ტექნოლოგიას უფრო დახვეწილს გახდის.

ფროელიჰის განცხადებით, სათბობი ელემენტის ძალური გადაცემის სისტემა დაახლოებით 10-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ბატარეებიანი ელექტრომობილის სისტემა. მას იმედი აქვს, რომ 2025 წლისთვის ფასების დაბალანსება მოხერხდება და შესაძლებელი გახდება ასობით ათასი ავტომობილის გამოშვება.

BMW-ს უფრო უახლოესი გეგმის მიხედვით, სულ მალე, საპილოტე წარმოების ფარგლებში მოხდება ბრენდის მეორე თაობის სათბობი ბატარეებიანი მანქანების გამოშვება, მათ შორის იქნება X6 და X7.

ფროელიჰი დარწმუნებულია, რომ სათბობი ბატარეების განვითარების ამჟამინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, ეს ტექნოლოგია 2025 წლისთვის ყველაზე ხელსაყრელი გამოსავალი იქნება სამგზავრო ავტომობილებში. კომპანია ასევე დარწმუნებულია, რომ სათბობი ბატარეები უმნიშვნელოვანესი იქნება მსუბუქი და დიდი ტვირთამწეობის სატვირთოებისთვისაც.