2020 წლის სრულიად ახალი BMW M5 მფლობელმა ყიდვიდან რამდენიმე წუთში ხეს შეაჯახა

200 0

სრულიად ახალი BMW M5-ის მფლობელს მანქანის ყიდვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა.

დეტალები უცნობია, მაგრამ ამ ავარიის ამბავი Facebook-ს ვირუსულად მას შემდეგ მოედო, რაც მომხმარებელმა Shahzaib Malik-მა ინციდენტის ამსახველი ფოტოები ატვირთა. იქვე აღნიშნულია, რომ მანქანა მისი არაა, მაგრამ ეკუთვნის მის ნაცნობ პირს.

If you’re having a bad day, think about this guy who crashed his Brand New BMW M5 straight after leaving the dealership.. only 7 miles driven.📸: Shahzaib Malik

Posted by Karachi Track on ხუთშაბათი, 02 აპრილი, 2020

მართალია, Malik-ი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ წერს, რომ შეჯახება მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა, მას შემდეგ, რაც ახალ BMW-ს გვერდიდან სხვა მანქანამ გაუსვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინციდენტის გამო M5-ს მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სატელეფონო ბოძს შეეჯახა.

ამბავი საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ როგორც ჩანს, გზაზე მიმავალი კროსოვერს უკან შემობრუნება სურდა, რისთვისაც მარჯვენა ზოლში გადმოვიდა, სადაც BMW-ს შეეჯახა. კროსოვერის მძღოლმა გზა განაგრძო და შემდეგ, 180 გრადუსით შემობრუნდა.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ავარია, M5-მა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო — შეჯახებისას მთლიანად განადგურდა წინა ნაწილი. ფოტოებზე ჩანს ძლიერ დაზიანებული კაპოტი და დამსხვრეული საქარე მინაც.

გარდა ძლიერ დაზიანებული წინა ნაწილისა, ფოტოებზე ვხედავთ, რომ დაზიანებულია უკანა კარი და ფრთაც. სავარაუდოდ, ეს ნაწილები მანქანასთან შეჯახებისას დაზიანდა, რის შედეგადაც, BMW გზიდან გადავიდა და ბოძს შეასკდა.

ავარიის შედეგად არავინ დაზიანებულა, მაგრამ ნამდვილად ცუდი დღე დაუდგა M5-ის მფლობელს — მანქანის ოდომეტრი ჯერ სულ რაღაც 11 კმ-ს აჩვენებს.

რა თქმა უნდა, M5 აუცილებლად იქნებოდა დაზღვეული. სუპერსედანის ფასი 102 700$-დან იწყება და აქვს 4,4-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც 592 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. შედეგად, ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის მქონე მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს დაძვრიდან 3,4 წამში ავითარებს; სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი 305 კმ/სთ-ია.