Bugatti-ს W16 ძრავის შენარჩუნება მომდევნო ათწლეულშიც სურს

15 0

მიუხედავად ელექტრომობილების მზარდი ტენდენციისა და გამონაბოლქვის შემცირებაზე ზრუნვისა, Bugatti სულაც არ ჩქარობს თავის ოთხმაგი ტურბო W16 ძრავაზე უარის თქმას. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტივენ ვინკელმენმა განაცხადა.

გამოცემა Autocar-თან საუბრისას ვინკელმენმა იქვე დასძინა, რომ Bugatti-ს ასევე აქვს უპირატესობა გამოიყენოს მშობელი კომპანიის, VW Group-ის სხვა ძრავები, მაგრამ შენიშნავს, რომ „Bugatti-ს მისია განსხვავდება VW-ის სხვა ბრენდებისგან“.

„ჩემი აზრით, W16 აქვს სამომავლო შესაძლებლობა. ის USP-ია, რომლის ღირებულებაც არ მცირდება“, — აღნიშნა ვინკელმენმა და იქვე დაამატა, რომ VW Group-ის თავმჯდომარემ, ჰერბერტ დიესმა „კარგად იცის W16 ძრავის ფასი“.

ზოგადად შიგა წვის ძრავების შესახებ ვინკელმენმა აღნიშნა, რომ „თუკი ისინი კიდევ ერთ ათწლეულს გაუძლებს, ICE ბოლო იქნება ამ სახეობაში, რაც უკვე საკოლექციოს ნიშნავს“.

„ჰიბრიდიზაციის შემთხვევაში, გამოჩნდება ბატარეა, რაც უკვე აღარ იქნება ორიგინალი. შიგა წვის ძრავა რაღაც ისეთია, რომლის ფასიც გაიზრდება. Bugatti-ს ხალხი იმიტომ ყიდულობს, რომ სურთ სიამოვნება მიიღონ შეუზღუდავი მართვით“, — ამბობს Bugatti-ს შეფი.

მისივე თქმით, EB110 ნამდვილი რაკეტაა, იზრდება Veyron-იც; დარწმუნებული არ არის, რომ იგივე მოხდება Chiron-ის შემთხვევაშიც, მაგრამ ვარაუდობს, რომ სპორტული ჰიპერმანქანების პოზიციები მომდევნო ათწლეულში ამ გზით უნდა წავიდეს.

Bugatti-ს ბოსი შეიძლება ასე თავგამოდებით იცავდეს W16 ძრავას ბრენდის ჰიპერმანქანებში, მაგრამ მეორე პოტენციური მოდელის შემთხვევაში, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ის ელექტრიფიკაციის მიმართაც ღია აღმოჩნდა.

მართალია, შემდეგ ვინკელმანმა აღარ დაადასტურა, რომ კომპანია მართლაც მუშაობს ახალ პროდუქტზე, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ Bugatti მეორე მოდელს გამოუშვებს, ის იქნება რაღაც ისეთი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ყოველდღიური საჭიროებებისათვის და იპოზიციონირებს სპორტული ჰიპერმანქანების ბაზრის მიღმა.