2020 წლის Ford Explorer ST — საოჯახო SUV-ი, რომლის მართვაც სიამოვნებას მოგანიჭებთ

373 0

Ford-ს აქვს პრეტენზია, რომ ახალი Explorer ST არის „სამართავად ყველაზე თავშესაქცევი“ Explorer-ი, რაც კი ამ დრომდე შეუქმნია. ეს კი დიდწილად მანქანის შთამბეჭდავი 3.0-ლიტრიანი EcoBoost V6 ძრავის დამსახურებაა, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღჭურვილია 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ოთხივე თვალი წამყვანია.

დღეისათვის SUV-ს უკვე აღარავინ ყიდულობს მხოლოდ წარმადობის მიხედვით. ის აუცილებლად უნდა იყოს კომფორტულიც, ტევადიც და ოჯახურ საჭიროებაზე გათვლილი. მიმომხილველთა აზრით, ახალი Explorer-ი ამ კრიტერიუმებს ბრწყინვალედ აკმაყოფილებს.

Explorer ST-ში ნახავთ ვრცელ წინა სავარძლებს მასაჟის სხვადასხვა ფუნქციით. ხელსაწყოთა პანელზე ვერტიკალურად განთავსებული საინფორმაციო სისტემა ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენებათ; საჭის პირდაპირ კი განთავსებულია საზომ ხელსაწყოთა კომპლექტი.

Explorer ST-ს სავარძლების სამი რიგი აქვს და გათვლილია ექვს ადამიანზე, ამ კლასის სხვა მანქანების მსგავსად.

ძალური გადაცემის სისტემა იგივე აქვს, რაც გაცილებით მაღალი კლასის Lincoln Navigator-ს, რაც მართლაც ბრწყინვალეა ამ ზომის მანქანისთვის.