2020 Lexus IS F Sport-ის Blackline Special Edition მოდელები 900 ეგზემპლარად გამოვა

356 0

Lexus-ი საკუთარ Blackline Special Edition-ს აფართოებს და გვთავაზობს 2020 წლის IS F Sport-ს, რომელიც მხოლოდ 900 ეგზემპლარად გამოვა.

2020 წლის IS F Sport Blackline ხელმისაწვდომი იქნება RWD მახასიათებლით, IS 350 F Sport-ი კი AWD მახასიათებლით; ასევე გამოვა IS 300 F Sport-ი.

IS 300-ის უკანა წამყვანი თვლების მქონე ვერსიის ფასი 45 200$-დან დაიწყება, IS 350-ის ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსია (AWD) კი 50 985$ ეღირება. IS 300 F Sport Blackline AWD-ისა და IS 350 F Sport Blackline RWD-ის ფასი 47 650$ და 48 820$ იქნება.

Blackline-ის სპეციალური გამოშვების მოდელებს ექნება F Sport-ის 18-ინჩიანი შავად ქრომირებული დაყოფილმანებიანი დისკები, შავად ქრომირებული ცხაური და სარკეები შავი ბუდეებით.

თითოეული მოდელი აღჭურვილია სამმაგი ნათების LED ფარებით, თანამგზავრული ნავიგაციითა და Blind Spot მონიტორით. სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი SmartAccess ბარათის გასაღები.

სალონში ნახავთ შავ და რუხ სავარძლებს მუქი ლურჯი ნაქარგებით. ლურჯ აქცენტებს შენიშნავთ თერმულად დამუშავებული ხისგან დამზადებულ საჭეზე, კარის გასაღებ პანელსა და ნივთების შესანახ უჯრაზეც.

IS 300 Blackline-ის უკანა წამყვანი თვლების მქონე ვერსია აღჭურვილია 241 ცხენის ძალის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითა და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ამავე მოდელის ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიას აქვს 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა 260 ცხენის ძალით და 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

2020 წლის Lexus IS F Sport Blackline Special Edition-ის მოდელები ბაზარზე ამ წლის ნოემბერში გამოჩნდება.