2020 წლის Mercedes S-Class-ის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

254 0

Mercedes-ი სულაც არ ჩქარობს ახალი S-Class-ის სალონის ბევრი დეტალის გამჟღავნებას. ვრცელდება მხოლოდ კამუფლაჟით დაფარული მანქანის ფოტოები, ისიც იშვიათად.

უახლეს სურათებზე, რომლებიც ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს, Mercedes-ის ფლაგმანის საწარმოო ვერსია მოტკეცილი სახვევებითაა დაფარული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღარ უნდა ველოდოთ კარის ფეიკ სახელურებს, რომლებიც მანქანასთან მძღოლის მიახლოებისას ჩნდება.

კარგად ჩანს დგარებიც და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათი ფორმა და დიზაინი თითქმის იდენტურია ამჟამინდელი თაობის S-Class-ისა; ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს შორიდან. არსად ჩანს ანტენაც, რაც კიდევ ერთ დეტალს მატებს მის გლუვ ესთეტიკას.

სახვევებისგან ასევე თავისუფალია გვერდითა სარკეები, რომლებსაც წინა მოდელთან შედარებით უფრო თხელი ინდიკატორები აქვს. ახალს არაფერს გვეუბნება წინა და უკანა ბამპერებიც.

რაც შეეხება ინტერიერს, მართალია, ახალი ფოტოები არ არსებობს, მაგრამ წინა სურათებში ვიხილეთ ორმაგი ეკრანის ნაკრები, რომელშიც საინფორმაციო დისპლეი სავარაუდოდ ასრულებს ცენტრალური კონსოლის როლსაც და აქვს პორტრეტული ორიენტაცია. ასევე ცნობილია, რომ უნდა ველოდოთ Level 3-ის ნახევრად ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას ჰიბრიდულ და ექვსცილინდრიან დიზელის ძრავებს. იქნება plug-in ჰიბრიდი ვარიანტებიც, რომელთა გარბენის მანძილიც 100 კმ-ს მიაღწევს.

ცნობილია, რომ ახალ Mercedes EQS გამორჩეული იქნება სრულიად ელექტრო მდიდრული სალონით. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, სრულიად ელექტრო ვარიანტი 2020 წლის S-Class-საც ექნება. EQS-ი განახლებულ MEA პლატფორმას დაეფუძნება, S-Class-ი კი MRA-ს.

ახალი თაობის S-Class-ს Mercedes-ი მომავალ წელს წარმოადგენს.