3D პრინტერით შექმნილმა Lamborghini Aventador-ის ასლმა გაიარა [ვიდეო]

289 0

3D პრინტერით შექმნილი Lamborghini Aventador-ის ასლის დამუშავება გრძელდება. მის შესახებ პირველად ცნობილი ერთი თვის წინ გახდა, ამჯერად კი ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მოძრაობს ეს მანქანა.

ფიზიკოსსა და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სტერლინგ ბაკუსს საკუთარი Aventador-ს შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც საკუთარ ვაჟთან Forza Horizon 3-ს თამაშობდა. რამდენიმე თვეში, ეს მანქანა მათი ოჯახის გარაჟში მართლაც გამოჩნდა, ახლა კი უკვე მოქმედებაც დაიწყო.

ძალური გადაცემის სისტემა იყენებს 2003 წლის Corvette-ის 5.7-ლიტრიან LS1 V8 ძრავას, რომელსაც თან ახლავს ორი ტურბოკომპრესორი. უცნობია სიმძლავრისა და მაბრუნი მომენტის მონაცემები, რაც სავარაუდოდ, ჯერ არც თავად ბაკუსსმა იცის, სანამ დინამომეტრით გაზომავს. ერთი რამ, რისი თქმაც გადაჭრით არის შესაძლებელი, ისაა, რომ მანქანა უკიდურესად ხმაურიანია.

Aventador-ის დუბლიკატის „კანის“ შესაქმნელად, პატარა ნაწილები დაბეჭდეს 650 დოლარიანი QIDI Xpro 3D პრინტერითა და ორი სხვა უფრო იაფი პრინტერით. ამის შემდეგ, ეს პატარა ნაწილები ერთმანეთთან შეაწებეს მეთილის მეტალკრისტალი წებოთი; გასაძლიერებლად, მიღებული უფრო დიდი პანელი დაფარეს ნახშირბადის ბოჭკოთი.

საკუთარ გარაჟებში მანქანის მოდიფიცირება და მორგება მრავალ ავტომოყვარულს იტაცებს, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტას აქვს იმის უნარი, ბაკუსის მსგავსად მანქანა ნულიდან შექმნას. მართალია, ის მხოლოდ ასლია და არა რეალური Lamborghini Aventador-ი, მაგრამ ეს პროექტი მაინც საკმაოდ უნიკალურია და ნამდვილად ღირს დასახვეწად და გასაგრძელებად.