ბატარეის აალების რისკის გამო, Ford-ი ევროპიდან 332 000 მანქანას უკან იწვევს

258 0

ბატარეის აალების რისკის გამო, Ford-ი იძულებულია ევროპიდან უკან გაიწვიოს დაახლოებით 322,000 მანქანა. აღნიშნულ მოდელებს შორის არის 2014 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე გამოშვებული Mondeo, S-Max-ი და Galaxy.

Ford-ის პრესსპიკერის განცხადებით, საქმე ეხება ბატარეის მჟავის გაჟონვას მის უარყოფით დაბოლოებასთან, რაც თავის მხრივ იწვევს ბატარეის მონიტორინგის სისტემის სენსორის მწყობრიდან გამოსვლას; ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ბატარეა გადახურდეს და აალდეს.

Ford-ი 101,000 მანქანას გაიწვევს გერმანიაში, 56,000-ს გაერთიანებულ სამეფოში, დანარჩენი კი ამერიკული ავტომწარმოებლის ძირითად ევროპულ ბაზრებში.

ყველა ზემოთხსენებული მოდელი (Mondeo, S-Max-ი, Galaxy) ამჟამად იწარმოება ესპანეთში, ქალაქ ვალენსიის საწარმოში; იქვე ეწყობა Kuga, Transit Connect-ი დაTourneo Connect-ი.

2015 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ქარხანაში შესაძლებელი იყო Ford-ის ევროპის სხვა ნებისმიერ ქარხანაზე მეტი მანქანის გამოშვება — საწარმოს გამტარუნარიანობამ წელიწადში 450 000 მანქანას მიაღწია.

გამომდინარე იქიდან, რომ უკან გასაწვევ მოდელებს შორის არის 2019 წლის თებერვლამდე გამოშვებულებიც, ამ სიაში ხვდება 2019 წლის განახლებული S-Max და Galaxy მინივენები.