Nissan-ის უკანა კარის განგაშის სისტემა შეგახსენებთ, თუ მანქანაში რამე/ვინმე გრჩებათ

365 0

Nissan-სურს, რომ თავისმა სისტემამ, უკანა კარის განგაშმა (RDA), მომხმარებლებს შეახსენოს, თუ უკანა სავარძლებზე რაღაც ან ვიღაც რჩებათ.

პრობლემა ის არის, რომ როცა გარეთ ტემპერატურა თუნდაც 16 გრადუსი ცელსიუსია, სალონში სიცხემ შეიძლება საშიშ ნიშნულს მიაღწიოს, თანაც საკმაოდ სწრაფად. თუმცა, ამ პრობლემას თქვენი მანქანის სასიგნალო ხმა მოგიგვარებთ.

ამჟამად ეს სისტემა ხელმისაწვდომია Nissan-ის ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Altima, Armada, LEAF-ი, Murano, Maxima, Pathfinder-ი, Rogue, Rogue Sport-ი (2019.5) დაTitan-ი. 2020 წელს ის გამოჩნდება ახალ Versa-შიც.

გარდა ამისა, 2022 წლიდან სისტემა ხელმისაწვდომი იქნება იაპონური ავტომწარმოებლის ოთხკარიან სატვირთოებში, სედანებსა და SUV-ებში.

სისტემის მუშაობის პრინციპი მარტივია — მანქანის დაძვრამდე და დაძვრის შემდეგ, აკონტროლებს ღიაა თუ დაკეტილი უკანა კარი. თუკი დაძვრამდე ვიღაცამ უკანა კარი გამოიყენა, მაგრამ არ გააღო მანქანის პარკირების შემდეგ, სისტემა მძღოლს კარის შესახებ შეახსენებს — ინსტრუმენტთა პანელზე გამოჩნდება სპეციალური შეტყობინება.

თუკი მძღოლს ეს შეტყობინება გამორჩება და მანქანას ისე დატოვებს, რომ უკანა კარს არ გააღებს, მისი ყურადღების მისაქცევად, სისტემა ჭყიპინს ატეხს.