14 წლის გოგონამ უხილავი ზონების პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდი გამოიგონა

323 0

ალბათ ყველა მძღოლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია უხილავ ზონებს, რომლებსაც მაგალითად, წინა დგარები (მსუბუქი ავტომანქანის ძარას ვერტიკალური დგარი წინა საქარე მინასა და წინა გვერდით მინას შორის) ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მანქანები უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრიად განვითარებულია, ხედვის ხელის შემშლელი ნაწილები შეიძლება პოტენციურად საკმაოდ სახიფათო იყოს.

ავტომწარმოებლები ამ პრობლემის გადასაწყვეტად გვთავაზობენ უხილავი ზონის სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც ობიექტის დასაფიქსირებლად სენსორებს იყენებენ და მძღოლს ხმით ან ფოტოების საშუალებით აფრთხილებენ. თუმცა, 14 წლის ამერიკელმა ალაინა გასლერმა რაღაც სრულიად ახალი და ალბათ უფრო გამოსადეგი გამოიგონა.

მისმა პროექტმა, სახელად „ავტომობილების უსაფრთხოების გაუმჯობესება უხილავ ზონათა აღმოფხვრის გზით“, Society for Science and the Public-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სამუელის ფონდის ჯილდო, 25 000 დოლარიც მიიღო.

გასლერის მიერ შექმნილი პროტოტიპი შედგება ვებკამერის, პროექტორისა და წინა დგარის მიერ დაბლოკილი სივრცის ამოსავსებად 3D პრინტერზე დაბეჭდილი მასალებისგან. ვებკამერა დგარზე გარედან არის დამონტაჟებული მძღოლის თავზე, ჭერზე დამონტაჟებული პროექტორის საშუალებით სალონში გადასცემს ლაივ-ვიდეოს. გამოსახულების უკეთ არეკვლისთვის სალონში მან რეტრო ამრეკლავი გადასაკრავი მასალა გამოიყენა.

როგორც მან გამოცემა Mashable-ს განუცხადა, იმის გამო, რომ პროექტორი უშუალოდ მძღოლის გვერდითაა, ეს უკანასკნელი ხედავს სუფთა, მკაფიო გამოსახულებას, მგზავრები კი მხოლოდ შავი მასალის გადასაკრავს.

მართალია, ავტომწარმოებლები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ უხილავი ზონების პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ჯერ ძნელი სათქმელია, გამოიყენებენ თუ არა ისინი ალაინა გასლერის ფრიად ინოვაციურ ტექნოლოგიას. ვნახოთ, დაველოდოთ…