Renault-მ რომის პაპს სპეციალურად მისთვის შექმნილი Dacia Duster-ი გადასცა

299 0

Renault-მ რომის პაპ ფრანცისკეს ექსკლუზიური კროსოვერი Dacia Duster-ი გადასცა. სპეციალურ ღონისძიებას Renault-ს რუმინეთისა და იტალიის განყოფილებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ეს Duster-ი რუმინეთში შექმნეს პროტოტიპების დეპარტამენტმა და Dacia Special Needs ჯგუფმა; თანამშრომლობდნენ კომპანია Romturingia-სთან.

მანქანა ხუთადგილიანია. ერთ-ერთი უკანა სავარძელი განსაკუთრებული კომფორტულობით გამოირჩევა. კროსოვერი ასევე აღჭურვილია ვატიკანის საჭიროებათა შესაბამისი სპეციალური მახასიათებლებითა და აქსესუარებით. მათ შორის არის ფართო ლუქი, მინის მოსახსნელი ზედა დაშენება, დაბალი კლირენსი (მანძილი გზის ზედაპირსა და მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველაზე დაბლა განლაგებულ ნაწილს შორის) ადვილად ასვლისთვის, ასევე სხვადასხვა გარე და შიდა დანამატები.

„მისი უწმინდესობისთვის მიძღვნილი ამ საჩუქრით, Groupe Renault კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის ძლიერ და მუდმივ ვალდებულებას, რომელიც კომპანიის პრიორიტეტების სათავეში ადამიანს აყენებს“, — განაცხადა Renault-ს იტალიის განყოფილების ხელმძღვანელმა ქსავიე მარტინმა.

ევროპაში მანქანების გაყიდვების შემცირების კვალდაკვალ, Duster-ის მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ ნორმალურია. აგვისტოში, ის ევროპაში მეორე ყველაზე გაყიდვადი ბრენდი იყო VW Golf-ის შემდეგ. ამ უკანასკნელის გაყიდვების მაჩვენებელმა 26 411 ერთეული შეადგინა, Duster-ისამ კი 19 451.