ტაივანში თაღოვანი ხიდი ჩამოინგრა

360 0

ტაივანში, ნანფანგაოს პორტში თაღოვანი ხიდი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი, ნანგრევების ქვეშ მოყვა სამი სათევზაო ნავი, წყალში ჩავარდა ხიდზე მიმავალი ნავთობმზიდი სატვირთო მანქანა, რის გამოც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

კატასტროფა მიმდებარედ განთავსებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო; კადრების ნახვისას, ბევრს გაახსენდა შარშან, იტალიის ქალაქ გენუაში ჩანგრეული ხიდი. საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხიდის ნანგრევებში გაიჭედა სათევზაო ნავების ეკიპაჟის ექვსი წევრი.

ტაივანის ხანძრების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაშავებულ მეთევზეთა უმეტესობა უცხოელია. ამ დრომდე უცნობი რჩება ხიდის ჩანგრევის მიზეზი.

140 მეტრი სიგრძისა და 18 მეტრი სიმაღლის ხიდი ტაივანში ერთადერთი ერთთაღიანი ხიდი იყო.