Tesla-მ მანქანის მინების საწმენდი ლაზერული ტექნოლოგია დააპატენტა

282 0

ცნობილია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი სკეპტიკურად არის განწყობილი თვითმავალ ავტომობილებში ლაზერული სკანერების გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუმცა, ახალი საპატენტო განაცხადი გვაფიქრებინებს, რომ Tesla-მ ლაზერებს გამოყენება მოუძებნა. კომპანიამ საპატენტო განაცხადი შეიტანა სისტემაზე, რომელიც ლაზერებს მინების საწმენდად იყენებს.

პატენტის მიხედვით, ეს სისტემა კამერების გამოყენებით დააფიქსირებს ჭუჭყს საქარე მინაზე, გვერდითა თუ უკანა მინებზე, ისევე როგორც კამერის ლინზებზე. ამის შემდეგ, ჭუჭყს ლაზერი დაასხივებს და დაწვავს. საპატენტო განაცხადის თანმხლებ ილუსტრაციაზე ასახულია Tesla Model S-ი, რომლის კაპოტზე, ფრთებსა და ცენტრალურ დგარებზე დამონტაჟებული ლაზერები საქარე მინასა და გვერდითა კამერების ლინზებს ასუფთავებს.

რა თქმა უნდა, პატენტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტექნოლოგია მართლაც იხილავს დღის სინათლეს. მან პირველ რიგში უნდა დაამტკიცო, რომ უფრო საიმედო და გამოსადეგია, ვიდრე ამჟამინდელი ტექნოლოგია. თუმცა ცხადია, რომ ამ მხრივ ნებისმიერი ლაზერი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე საქარე მინის საწმენდი სითხეები.

როგორც განაცხადში წერია, პულსირებადი ლაზერი კალიბრირებული მაჩვენებლით დაასხივებს ინდიუმის ოქსიდით დაფარულ მინას, რათა ლაზერულმა ნაკადმა მინაში არ გაიაროს და დააზიანოს მის მიღმა არსებული სხვა მასალები ან კომპონენტები. ეს დამცავი რა თქმა უნდა, დაიცავს სალონში მყოფ მგზავრებსაც.

Tesla-ს განცხადებით, ამ ტექნოლოგიას ის ასევე გამოიყენებს მზის პანელების მინებისა და მინის მსგავსი მასალების გასასუფთავებლად.