Toyota-მ Camry-სა და Avalon-ის სპორტული ვერსიები წარმოადგინა

568 0

მომხმარებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ Toyota Camry და Avalon-ი უბრალოდ ზედმეტად „გათქვეფილი“ მანქანებია, ფრიად დაინტერესდებიან იმის გაგებით, რომ Toyota Racing Development-მა (TRD) ეს ორი მოდელი ცოტა არ იყოს, განსხვავებული სახით წარმოგვიდგინა.

ორი ახალი მოდელი ეფუძნება Camry SE-სა და Avalon XSE-ს და წარმოაჩენს მრავალ ახალ დეტალს ახალ ბორბლებთან და სპორტულ ინტერიერთან ერთად.

ორივე სედანი აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი DOHC V6 ძრავით, რომელიც 301 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის დაკავშირებულია რვა-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელსაც აქვს სპორტული რეჟიმი, წევის გადამრთველი და მორგებულია TRD ორმაგ გამოსაბოლქვ სისტემას, რასაც რასაკვირველია, შესაბამისი ხმაც აქვს.

Toyota Camry TRD


Camry TRD აღჭურვილია 19-ინჩიანი ალუმინის შავი დისკებით, რომლებიც XSE-საზე ნახევარი ინჩით განიერი, მაგრამ 1,4 კგ-ით მსუბუქია. TRD-ს ასევე აქვს უფრო უდრეკი სპირალური ზამბარები წინა და უკანა მხარეს და ახალი ამორტიზატორები.

ექსტერიერში შეამჩნევთ შავ წინა ცხაურს შავი სპორტული უჯრედებით და სხვა შავ დეტალებს. მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება სამ ფერს შორის მოუწევთ.

სალონში შეგხვდებათ ბევრი წითელი აქცენტი შავი სპორტული წინა სავარძლებით, TRD წარწერით წითლად მოქარგული თავის მისადებებით, ტყავგადაკრული საჭე და წითელი უსაფრთხოების ღვედები.

Camry TRD-ს გაყიდვა ამ თვეში დაიწყება და საწყისი ფასი 31 040$ იქნება.

Toyota Avalon TRD


Avalon-ის TRD ვერსია უკვე გაყიდვაშია და ხელმისაწვდომია სამ ფერში. ფასი 42 300$-ს შეადგენს. აქაც ნახავთ შავ სპორტულ წინა სავარძლებს წითელი აქცენტებით, TRD წარწერით წითლად მოქარგულ თავის მისადებებს, წითელ ნაკერებს საჭეზე, წითელ უსაფრთხოების ღვედებს.

მანქანა აღჭურვილია 19-ინჩიანი ბორბლებითა და უჟანგავი ფოლადის TRD გამოსაბოლქვი მილებით.