Android-სა და iOS-ზე ფორმულა ერთის ახალი თამაში F1 Manager-ი გამოვიდა

228 0

ფორმულა ერთის მოყვარულებსა და გეიმერებს უკვე შეუძლიათ ახალი თამაშის, F1 Manager ჩამოტვირთვა. თამაში FIA Formula 1-ისა და მობილური თამაშების დეველოპერული კომპანია Hutch-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

F1 Manager-ში ნახავთ 2019 წლის FIA Formula ერთის ჩემპიონატის ყველა ტრასასა და მრბოლელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ თქვენს მობილურში შეგიძლიათ მართოთ ისეთი ავტომბრბოლელები, როგორებიც არიან ლევის ჰამილტონი, სებასტიან ვეტელი, მაქს ვერსტაპენი თუ დანიელ რიკარდო.

„ფორმულა ერთს მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და წლების განმავლობაში, თამაშების დეველოპერებმა კარგად აითვისეს ფორმულა ერთის გამოცდილება. ჩვენმა ჯგუფმა შექმნა თამაში, რომელიც ნამდვილად აღგაფრთოვანებთ, მიგმართავთ სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღებისკენ“, — აღნიშნავს კომპანია Hutch-ის ხელმძღვანელი შონ რუტლანდი.

თამაში უფასოა, თუმცა არის რამდენიმე ფასიანი მახასიათებელიც. აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ფორმულა ერთის საკუთარი გუნდი, რეალურ დროში, 1v1 ტრასებზე შეეჯიბრონ სხვა მოთამაშეებს. ასევე შეგიძლიათ მოიწვიოთ და გაწვრთნათ F1-ის ახალი მრბოლელები, განაახლოთ მანქანები, აირჩიოთ სხვადასხვა სტრატეგიები და ა. შ.

თამაში ხელმისაწვდომია Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე.