როგორი იქნება 2021 წლის Mercedes-Benz E-Class — ინტერნეტში პირველი ფოტო ვრცელდება

26 0

რამდენიმე დღის წინ, Mercedes-Benz-მა ჟურნალისტებს მედიატური მოუწყო და 2021 წლის E-Class- აჩვენა. ამჯერად, ინტერნეტში ვრცელდება სედანის ფოტო, რომელშიც ის ყოველგვარი კამუფლაჟების გარეშე ჩანს.

განახლებული E-Class-ის უკანა სავრძელზე ჯდომისას, იუთუბერმა MercBenzKing-მა დრო იხელთა და როცა Mercedes-ის ინჟინერი მანქანის მართვის რეჟიმს ცვლიდა, ამ ქმედების შედეგად ავტომობილის დიდ საინფორმაციო დისპლეიზე გამოჩენილი ახალი მანქანის ექსტერიერი გადაიღო.

სურათის შეხედვისთანავე აშკარაა, რომ ახალი E-Class-ის წინა ნაწილს დიდი ცვლილებები არ განუცდია (ტიპური გერმანული განახლება). კარგად ჩანს, რომ წინა ფარების ფორმა განსხვავებულია და ოდნავ უფრო აგრესიული, მაგრამ არა ისე გასაოცარი, როგორც მაგალითად, უახლესი CLS-ის ფარები. მანქანას ასევე აკლია კომპანიის Panamericana ნიღაბი და აქვს საკმაოდ უბრალო ვერცხლისფერი დისკები; შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ ეს გახლავთ საწყისი სპეციფიკაციების მქონე მოდელი.

ფოტოზე არ ჩანს უკანა ბამპერი, მაგრამ როგორც პროტოტიპის სურათებზე უკვე ვიხილეთ, ექნება ზუსტად ისეთი უკანა გაბარიტული ფარები, როგორიც CLS-ს აქვს.

რაც შეეხება ძალურ გადაცემათა სისტემას, Mercedes-Benz-ი შემოგვთავაზებს სულ მცირე შვიდ plug-in ჰიბრიდ მოდელს, ისევე როგორც სხვა ვარიანტთა სერიას. E-Class-ის ახალ ძრავებს შორის არის კომპანიის უახლესი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი EQ Boost სისტემა, რომელიც 268 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასევე შემოთავაზებული იქნება Mercedes-Benz-ის ექვსცილინდრიან EQ Boost ძალური გადაცემათა სისტემა, რომელსაც 362 ცხენის ძალა ექნება.

ახალი Mercedes-Benz E-Class-ის პრემიერას რამდენიმე კვირაში უნდა ველოდოთ, ოფიციალური დებიუტი კი მარტის დასაწყისში, ჟენევის მოტორშოუზე შედგება.