Honda Access-მა S660-ისთვის უკანა სპოილერი და სხვა აქსესუარები გამოუშვა

120 0

2020 წლის განახლებულ S660-თან ერთად, ტოკიოს ავტოსალონზე Honda-მ ციცქნა როდსტერისთვის ასევე წარმოადგინა ტყავის აქსესუარების ფართო სპექტრი.

პერიფერიულ მოწყობილობათა ხაზის პროდუქტები მოიცავს ყველა არეალს, მათ შორის დიზაინსა და საექსპლუატაციო თვისებებსაც. Honda S660-ის აქსესუარების გაყიდვა იაპონიაში მანქანის გაშვების დღეს, 10 იანვარს დაიწყო.

გარეთა ნაწილში მთავარ განახლებას შორისაა აქტიური უკანა სპოილერი, უფრო აგრესიული ბამპერები ბზინვარე შავი მილისებით და MR-R01 ალუმინის დისკები.

Honda Access-მა სპორტული იერი სალონშიც შეიტანა, რადგან ნახშირბადის ბოჭკოს იყენებს ცენტრალური კონსოლისთვის მგზავრის საჰაერო ხვრელის ტრიმისთვის და ინსტრუმენტთა დაფის დასაფარად. Alcantara-ს შეამჩნევთ საჭეზე, სავარძლების ზედაპირზე, გადაცემათა ბერკეტზე და ხელის მუხრუჭზე.

არის რამდენიმე პრაქტიკული აქსესუარიც. მათ შორისაა მძღოლის მხარის კარის ჯიბე, სადაც შესაძლებელია პარკინგის ჩეკებისა და ლოიალობის ბარათების შენახვა, ასევე მგზავრის სავარძლის დამხმარე ყუთი ჯიბეებით პატარა საგნების შესანახად. როდესაც საჭირო არაა, შესაძლებელია მისი დაკეცვა და სავარძლის უკანა ჯიბეში შენახვა.

Honda Access-ი ასევე გვთავაზობს უკანა სავარძლებს შორის დამონტაჟებულ ფართო ხედვის კამერას, რომელიც გამოსახულებას უკანა ხედვის სარკეში გზავნის.