როგორი შეიძლება იყოს 2022 წლის Fiat Coupe Tribute — დიზაინერის წარმოსახვა

48 0

Fiat-ს კუპე თავის ხაზში ბოლოს 2000 წელს ჰქონდა. წარმოიდგინეთ, მაგრამ Fiat-ის გადაწყვეტილება, იმავე წლიდან შეეწყვიტა კუპეების წარმოება, დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა, იტალიური ავტომწარმოებლის ფანებისთვის ეს საკმაოდ ცუდი ახალი ამბავი იყო, რადგან Fiat Coupe 1993 წლიდან გამოდიოდა და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

Fiat Coupe-ს ექსტერიერი ახალგაზრდა კრის ბენგლის შექმნილი იყო, ინტერიერი კი Pininfarina-სი. მანქანა მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული ამ ბრენდის წინა კუპეებთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, მოდელი ნამდვილი ვარსკვლავი იყო. გასაოცარი კუთხური ექსტერიერის წყალობით, ის თავის ეპოქას ნამდვილად უსწრებდა. მისი დიზაინი ცოცხლად გამოიყურება დღესაც, წარმოების შეწყვეტიდან 20 წლის შემდეგ. რამდენ სხვა მანქანას გაიხსენებთ, რომელმაც ეს შეძლო?

1993-დან 2000 წლამდე, Fiat-მა 72 000 ეგზემპლარზე მეტი გაყიდა, მაგრამ კუპეს მემკვიდრე აღარ დაუტოვა. იტალიური ავტომწარმოებლის ფანები ახალ მოდელს მას შემდეგ ამაოდ ითხოვდნენ. თუ დაფიქრდებით, ალბათ მართლაც გაიხსენებთ, რომ ინტერნეტში ფანების მხრიდან მუდმივად ვრცელდებოდა Fiat Coupe-ს ჩამნაცვლებლის არაერთი სასურველი დიზაინი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი იტალიელ ფრილანსერ დიზაინერ გასპარე კონტიჩელის ეკუთვნოდა.

Fiat Coupe Tribute-დ წოდებულმა დიზაინის ამ შეთავაზებამ კრის ბენგლის ქმნილება სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. მან ეს განახლებული დიზაინითა და რამდენიმე ახალი ელემენტის დამატებით შეძლო, მათ შორის არის LED ფარები, აგრესიული ბამპერები და ახალი ბორბლები. არაფერი ვიცით, რა უტრიალებდა დიზაინერს თავში ინტერიერთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ, იქ კვლავ შენარჩუნებული იქნება თავდაპირველი მინიმალისტური დიზაინი.

რაც შეეხება ძალური გადაცემის სისტემას, Fiat Coupe Tribute-ს საბაზისო ვერსიას ალბათ ყველაზე კარგად მოერგებოდა Abarth 124 Spider-ს 1,4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავა. 164 ცხენის ძალითა და 249 ნიუტომ-მეტრი მაბრუნი მომენტით, ექვსსიჩქარიანი მექანიკური კოლოფითა და წინა წამყვანი თვლებით, მისი მართვა ალბათ საკმაოდ თავშესაქცევი იქნებოდა. რა თქმა უნდა, გადასარევი იქნებოდა 2.0-ლიტრიანი, 300 ცხენის ძალის მქონე ძრავიანი ვერსიაც. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ Fiat-ს ის იქნებ სულაც ელექტრომობილად გაეცოცხლებინა, ნამდვილი 21-ე საუკუნის მანქანად.