Hyundai Elantra N უკვე ჭორი აღარ არის — გერმანიაში კამუფლაჟებში გახვეული სედანი შენიშნეს

177 0

თვის დასაწყისში, Hyundai-მ სპორტულ Elantra N Line მოდელს მწვანე შუქი აუნთო. 1,6-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავის (206 ცხენის ძალა) მქონე ეს მოდელი უახლესი თაობის Elantra სედანის დიაპაზონის მოწინავე მანქანაა.

თუმცა, ის ამ პოზიციას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს. Hyundai ასევე მუშაობს Elantra N სწრაფ მოდელზე, რომლის პროტოტიპიც გერმანიაში, Hyundai-ს ნიურბურგრინგის სატესტო ცენტრის სიახლოვეს სრულად კამუფლაჟირებული შენიშნეს, რომელიც შესაძლოა, სულაც არ მალავს Hyundai N-ის ტიპურ ელემენტებს.

მათ შორის არის ფიქსირებული უკანა სპოილერი, მასიური მრგვალი გამოსაბოლქვი მილი, დიდი დისკები, მუხრუჭის წითელი სუპორტები. ბამპერები სავარაუდოდ Elantra N Line-ის მსგავსია, მაგრამ უფრო აგრესიული.

როგორც ჩანს, Elantra N-ს ასევე ექნება განახლებული სპორტული საკიდარი დაბალი კლირენსითა და სპორტული განლაგებით. Elantra N Line-ისგან ბევრი რამ იქნება ნასესხები სალონშიც.

მართალია, ჯერ დადასტურებული არაფერია, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობით, Elantra N-ს ექნება 2.0-ლიტრიანი GDi ტურბო ბენზინის ძრავა, რომელსაც ამჟამინდელი i30 N ჰეტჩბეკი იყენებს. აქვს 271 ცხენის ძალა.