იაპონიის ახალი იმპერატორისთვის Toyota-მ კაბრიოლეტი Century ააწყო

73 0

უკვე რამდენიმე თვეა, იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს; კორონაციის ცერემონიალი ოქტომბერში შედგება. როგორც ცნობილი ხდება, იმპერატორს დანიშნულების ადგილას ერთ ეგზემპლარად გამოსული ულტრამაღალი კლასის Toyota Century-ის სედანი კაბრიოლეტი ვერსია მიიყვანს. მანქანა გამოირჩევა რამდენიმე სააღლუმო მოდიფიკაციით, მაგრამ აქვს მაინც ოთხი კარი.

გამოცემა Japanese Nostalgic Cars-ის ცნობით, საიმპერატორო Century ეფუძნება ამჟამინდელი თაობის V-8-ძრავიან ჰიბრიდულ მოდელს, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. მანქანა იმპერატორ ნარუჰიტოსა და მის მეუღლეს 4 კილომეტრს გაატარებს, საიმპერატორო სასახლიდან აკასაკის საცერემონიო სასახლემდე.

გამოცემის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ სახურავი მოხსნილია, ჩვეულებრივთან შედარებით 3,98 სანტიმეტრით მაღალია უკანა სკამები, საზურგეები კი 25-გრადუსიანი კუთხით არის დაფიქსირებული, რათა მაყურებლებმა კარგად შეძლონ სამეფო მგზავრების შეთვალიერება. სანომრე ნიშნების ადგილას მოთავსებულია საიმპერატორო გერბის ოქროს სიმბოლო.

სავარაუდოდ, ცერემონიის შემდეგ მანქანა სხვადასხვა ადგილებში გამოიფინება ტოკიოსა და კიოტოში, შემდეგ კი გამოიყენებენ სპეციალურ ღონისძიებებში, მაგალითად, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იაპონიის ელიტისთვუს Toyota-მ მოდიფიცირებული Century შექმნა. კომპანიის პრეზიდენტის, აიკო ტოიოდასათვის ააწყო სულ მცირე ორი GRMN პროტოტიპი, თეთრი და შავი.