Lamborghini-მ შარშან 5000 Urus SUV-ი გაყიდა

24 0

Urus-ი Lamborghini-სთვის ნამდვილად სარფიანი ფსონი აღმოჩნდა, რადგან გასულ წელს გაყიდვები 8205 ერთეულით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი 43-პროცენტიანი ზრდაა 2018 წელთან შედარებით, რაც SUV-ების დიდი დამსახურებაა, რადგან გაიყიდა ამ უკანასკნელთა 4962 ერთეული, ანუ მთლიანი გაყიდვების 61 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ 2019 გაყიდვების პირველი სრული წელი იყო, რადგან Lamborghini-მ Urus 2018 წლის თებერვალში გამოუშვა და 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე აწარმოა 1761 მანქანა.

2019 წელს იტალიურმა ავტომწარმოებელმა ასევე გაყიდა 2 139 V10 Huracan-ი და 1104 ერთეული V12 Aventador-ი.

კომპანიის უდიდეს ბაზრად აშშ რჩება, სადაც 2374 მანქანა გაიყიდა. მას მოსდევს ჩინეთი 770 ერთეულით, გაერთიანებული სამეფო 658 ერთეულით და იაპონია 641 მანქანით. 562 ავტომობილი გაიყიდა გერმანიაში, 387 ახლო აღმოსავლეთში, 376 კანადაში და 370 იტალიაში.