მსუბუქი ავტომობილების წარმოება 2020 წელს შეიძლება 20%-ით შემცირდეს

200 0

COVID-19-ის პანდემიის გამო, 2020 წელს მსუბუქი მანქანების წარმოება შეიძლება 20 პროცენტზე მეტით, ანუ 71 მილიონი ერთეულით შემცირდეს. გარდა ამისა, ინდუსტრიის ექსპერტთა აზრით, ასევე მოსალოდნელია ამ სექტორის ზოგადი რეცესია.

LMC Automotive-ის ცნობით, ამ ტიპის დაცემა ავტომწარმოებლებს შეიძლება, 19 მილიონი ერთეულის წარმოების დანაკარგად დაუჯდეთ. ორგანიზაცია ასევე შიშობს, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, როდის დაძლევს ვირუსს ძირითადი რეგიონები.

Autonews-ის ცნობით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, ავტომწარმოებლებმა გადაავადეს ახალი მოდელების გაშვება ან მიმდინარეებზე მუშაობა; მათ შორის არის ისეთი მოდელები, როგორებიცაა Tesla Model Y, Ford Mustang Mach-E, განახლებული Jeep Grand Cherokee და GM-ის უახლესი, სრული ზომის SUV მოდელები.

LMC-ის პროგნოზით, აპრილში გაყიდვები ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწევს როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო თვეებში პოსტპანდემიური აღდგენა სწრაფი იქნება. ამასობაში ჩინეთმა ავტოსაწარმოების უმეტესობა გახსნა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გაყიდვების შემცირება წელს იქ 12 პროცენტით არის მოსალოდნელი.

ინდუსტრიის ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყველა ძირითადი რეგიონი ეკონომიკურ რეცესიაში უკვე შევიდა და ამ მომენტისთვის, სწრაფი აღდგენა რეალური არ არის. თუმცა, სხვებს სჯერათ, რომ თუკი მთავრობები სწრაფად იმოქმედებენ, აღმასვლა წლის ბოლოს დაიწყება.

მაგალითად, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ მანქანების სადილერო პუნქტები ამ კვირიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გახსნას. ასეთ ნაბიჯს ავტოინდუსტრიის ექსპერტები ნაკლებად ვარაუდობდნენ.