მექანიკა vs ავტომატიკა — დადებითი და უარყოფითი მხარეები

იმისათვის, რათა თქვენმა მანქანამ A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება შეძლოს, გამართული გადაცემათა კოლოფი სჭირდება.

გადაცემათა კოლოფი მანქანას სიჩქარეების შეცვლის საშუალებას აძლევს, შესაბამისად, ძრავიდან ენერგიას წამყვანი ხიდს რაც შეიძლება ეფექტიანი გზით გადასცემს.

ამას ის გადაცემათა (სიჩქარის) თანაფარდობის წყალობით ახერხებს. ამის გამო, დაბალ გადაცემებზე, იზრდება ხელმისაწვდომი ენერგია, სიჩქარე კი მცირდება.

მეორე მხრივ, მაღალ გადაცემებზე იზრდება ენერგია, სიჩქარე კი მცირდება.

შედეგად, მანქანა ენერგიასა და სიჩქარეს ნებისმიერ მოცემულ სიტუაციაში ენერგიასა და სიჩქარეს უფრო ეფექტიანად ანაწილებს.

მართალია, ყველა თანხმდება, რომ გადაცემათა კოლოფი მანქანის მუშაობისთვის სასიცოცხლო კომპონენტია, არ არსებობს ზოგადი კონსენსუსი იმის შესახებ, რომელი სახის გადაცემათა კოლოფია უკეთესი — ავტომატური თუ მექანიკური.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორივე სახის გადაცემათა კოლოფს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს — ერთ სიტუაციაში შეიძლება ერთი მათგანი იყოს სრულყოფილი, მაგრამ მეორე სიტუაციაში სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს.

გამომდინარე აქედან, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ იმის შესახებ, თუ რომელი მხარე დაიჭიროთ გადაცემათა კოლოფების ირგვლივ არსებულ დაუსრულებელ დებატებში, დაუთმეთ ამ სტატიას რამდენიმე წუთი და გაეცანით ორივე სახის ტრანსმისიის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ავტომატური გადაცემათა კოლოფი

ავტომატურმა გადაცემათა კოლოფებმა თავიანთ ძველი, მექანიკური „ბიძაშვილები“ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაჩრდილეს.

მიუხედავად მათი აშკარა პოპულარულობისა, ბევრი მძღოლისთვის ავტომატური გადაცემათა კოლოფი სულაც არ არის საუკეთესო არჩევანი.

თუმცა, მექანიკურ კოლოფებს ისინი მაინც სჯობს რამდენიმე საკვანძო მახასიათებლით.

დადებითი მხარეები

✔️ მარტივად მოსახმარი — მიუხედავად იმისა, რომ გადამრთველი ბერკეტის გამოყენებასა და გადაბმულობასთან მუშაობაში დიდად რთული არაფერია, უმეტესი მძღოლის შემთხვევაში, ეს მაინც გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და ორივე ფეხის გამოყენება ისწავლონ მექანიკური კოლოფის მქონე მანქანის მართვისას.

მეორე მხრივ, ავტომატური გადაცემათა კოლოფი გაცილებით მარტივი გამოსაყენებელია და მისი მართვის სწავლაც მნიშვნელოვნად მცირე დროს მოითხოვს.

✔️ ხელების ნაკლები შეზღუდულობა — ახალ მძღოლთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ყველაზე უსაფრთხოა, როცა საჭეზე მუდამ ორივე ხელი უკიდია.

ეს შესაძლებელია ავტომატურ კოლოფზე, მაგრამ შეუძლებელია მექანიკაზე.

✔️ უკეთესია მთაგორიან ადგილებში — თუ ნაკლებად გამოცდილი მძღოლი ხართ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ დაღმართზე მექანიკით ჩასვლა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ასეთ ადგილზე დაძვრისას.

ავტომატური გადაცემათა კოლოფი ამ პრობლემას მოგიგვარებთ და მანქანას მაინც ეფექტიანად ამუშავებს, რანაირი დაღმართი ან აღმართიც არ უნდა იყოს.

✔️ მნიშვნელოვნად ამცირებს ძრავის ჩაქრობის რისკს — ალბათ ცოტა რამ არის იმაზე შემზარავი და საშინელი, ვიდრე მანქანის ჩაქრობა მაშინ, როცა შუქნიშანზე მწვანე ინთება.

ეს პრობლემა ავტომატურ კოლოფებს არ ახასიათებს და ძრავა შეიძლება მხოლოდ მაშინ გამოირთოს, თუ მანქანას რაიმე მექანიკური პრობლემა აქვს.

✔️ მარტივად გამოსაყენებელია საცობებში — ზოგადად, მექანიკურ კოლოფთან ყველაზე მეტი მოქმედება საჭიროა დაძვრის, აჩქარების და შენელებისას.

ძირითადად ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საცობებში, სადაც მანქანას სწრაფად გადაადგილება არ შეუძლია, მძღოლების დიდი ნაწილისთვის გამუდმებული დაძვრა გაჩერება არც თუ ისე კომფორტულია.

ავტომატური კოლოფით მძღოლი ყველაზე საშინელ საცობსაც კი მხოლოდ ერთ პედალზე დაჭერით გაართმევს.

უარყოფითი მხარეები

❌ სერვისის სიძვირე — ავტომატური კოლოფი მექანიკურზე გაცილებით კომპლექსურია. შედგება ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან, რომელთა შეკეთებასაც ხშირად უფრო დიდი დრო სჭირდება და შესაბამისად, უფრო ძვირიც ჯდება.

❌ მძღოლს შეიძლება მექანიკური კოლოფის მქონე მანქანის მართვის უფლება არ ჰქონდეს — ასეა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც; იმისათვის, რათა მექანიკური მანქანის მართვის უფლება გქონდეთ, შესაბამისი მართვის მოწმობა უნდა აიღოთ.

მექანიკური გადაცემათა კოლოფი

იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც საკუთარი მანქანის შიდა მუშაობაში მეტად ჩართულობა ურჩევნიათ, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ზედგამოჭრილია.

მექანიკური კოლოფი ავტომატურზე ძველია, მაგრამ ბევრი მძღოლი არჩევანს მაინც მასზე აკეთებს, რადგან…

იაფია — თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, საფიქრალი ბევრი არც არაფერია. საშუალოდ, მექანიკა მანქანა რამდენიმე ათასი დოლარით იაფი დაგიჯდებათ.

დადებითი მხარეები

✔️ იაფი სერვისი — მთელი იმ დამატებითი მოწყობილობების გამო, რომლებსაც ავტომატური კოლოფი იყენებს, მისი მოვლა გაცილებით ძვირი ჯდება.

მექანიკური კოლოფები ძალიან მცირე სერვისს მოითხოვს და ზოგადად, მათი შეკეთებაც უფრო იაფი ჯდება.

✔️ საწვავის ნაკლები ხარჯი — ზოგადად, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ნაკლებად კომპლექსურია, იწონის ნაკლებს და ავტომატურზე მეტი სიჩქარეები აქვს.

გამომდინარე აქედან, ერთი და იმავე ოდენობის საწვავით მექანიკური კოლოფით უფრო მეტს გაივლით, ვიდრე ავტომატურით. საშუალოდ, მექანიკური კოლოფი საწვავის ხარჯს 5% – 15% პროცენტით ამცირებს.

✔️ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოგპარონ — გამომდინარე იქიდან, რომ ავტომატურ კოლოფზე მომუშავე მანქანების რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა, არსებობს ადამიანთა მთელი თაობა, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის მექანიკური კოლოფის მუშაობის შესახებ.

შესაბამისად, თუ მძარცველი ადგილზე აღმოაჩენს, რომ მანქანას მექანიკური კოლოფი აქვს, უფრო დიდი შანსია, რომ მან ამ განზრახვაზე ხელი აიღოს.

✔️ უკეთესი კონტროლი — ავტომატური კოლოფები კონკრეტული სიტუაციისთვის შესაფერის, უკეთეს სიჩქარეს ირჩევს, მაგრამ სიფრთხილის მხრივ ხშირად ცდება, ანუ ზედმეტად მაღალ სიჩქარეს ირჩევს და ხარჯავს ძრავის ენერგიას.

ამავე დროს, ისინი ისეა შექმნილი, რომ რეაგირება მოახდინონ შემხვედრ სიტუაციაზე, შესაბამისად, მძღოლებს მოახლოებული მდგომარეობის წინასწარ გათვლის საშუალება არ აქვთ, ანუ არ შეუძლიათ, დაბალი სიჩქარე აირჩიონ სიმძლავრის მომატების მიზნით.

ამისგან განსხვავებით, მექანიკური გადაცემათა კოლოფი მძღოლებს მანქანაზე გაცილებით მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს.

უარყოფითი მხარეები

❌ ძნელად სასწავლია — მექანიკური კოლოფის მქონე მანქანის მართვის სწავლას ხშირად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რადგან სიჩქარეების ხელით შეცვლა თავად გიწევთ.

❌ საცობში მოძრაობა — საცობში მოძრაობა შეიძლება ზედმეტად უსიამოვნო იყოს, რადგან ამ დროს გამუდმებით მოგიწევთ დაძვრა-გაჩერება და სიჩქარეების გადართვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ავტომატური კოლოფები უფრო ადვილად გამოსაყენებელი და სამართავად კომფორტულია, მექანიკური კოლოფები უფრო იაფი და რთული.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ წესში არსებობს გამონაკლისები და ერთადერთი გზა იმისათვის, რათა გაიგოთ, რომელია უფრო მეტად თქვენზე მორგებული, არის ტესტ-დრაივი.

და ბოლოს, შეიძლება A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლა გჭირდებოდეთ, მაგრამ მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია, როგორ გაივლით ამ გზას.