როგორი იქნებოდა Mazda RX-10 Vision Longtail-ი — ახალი კონცეპტი

65 0

შეიძლება გახსოვთ რამდენიმე წლის წინანდელი მართლაც დიდებული Mazda RX-Vision Concept-ი, რომელიც ახალი RX-9 სპორტული მანქანის ერთგვარ წინასწარ ვერსიად მიიჩნეოდა. ამჯერად, მაქსიმილიან შნაიდერის მიერ შექმნილი ახალი კონცეპტი RX-Vision-ს კვლავ აცოცხლებს და Mazda-ს ფლაგმანის იდეა ახალ დონეზე აჰყავს.

შნაიდერი Mitsubishi Motors Japan-ის ექსტერიერის დიზაინერია. Mazda -სთვის მან RX-10 Vision Longtail-ის კონცეპტი შექმნა, რომლის წარმოებაც შეიძლება სამომხმარებლო მანქანითაც მოხდეს და სარბოლო მიზნებისთვისაც Le Mans-ის მომავალ ჰიპერმანქანათა კლასში.

თეორიული ჰიპერმანქანის მამოძრავაბელია 2.3-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი სამროტორიანი ძრავა 780 ცხენის ძალით. ორი ელექტროძრავის დამატებით, რომლებიც ენერგიას წინა თვლებს მიაწვდის, თითოეული 125 ცხენის ძალას, ჯამში მანქანის სიმძლავრე 1030 ცხენის ძალამდე ადის. როგორც შნაიდერმა პორტალ CarScoops-ს განუცხადა, ეს საკმარისი უნდა იყოს, რათა მანქანამ 100 კმ/სთ სიჩქარე 2,5 წამში განავითაროს, მაქსიმალური სიჩქარე კი 427 კმ/სთ იყოს.

რაც შეეხება დიზაინს, RX-10 Vision Longtail-ს ძრავა უკან აქვს განთავსებული, თუმცა აშკარად აქვს შუაძრავიანის მიმზიდველი პროფილი. წინა მხარეს გამოირჩევა ბორბლების მომხიბვლელი თაღები, LED ფარები და Mazda-ს საფირმო ცხაურა. სალონი ჰიპერქარის არის და მოღუნული საქარე მინის წყალობით, განსაკუთრებით მსუბუქად გამოიყურება.

ყველაზე დამაინტრიგებელია კონცეპტის უკანა ნაწილი, რადგან როგორც სახელიც მიუთითებს, არის გრძელკუდა (ინგლ. Longtail) და ამ მახასიათებლით თითქოს წააგავს McLaren F1 GTR Longtail-ს.