გალფის ლოგოები მაკლარენის სარბოლო ავტომობილებზე ამ სეზონშივე, უკვე მომდევნო რბოლიდან (სილვერსტოუნი) გამოჩნდება. მომავალი სეზონიდან კი გალფი გუნდს ზეთებით და საწვავით მოამარაგებს.„ეს იქნება ძალიან საინტერესო პარტნიორობა, რომელიც გალფს რბოლების ელიტაში დააბრუნებს. ისტორიის წიგნები სავსეა გამორჩეული მიღწევებით, რომლებიც გალფს და მაკლარენს ერთად ჰქონდათ. და ახლა ჩვცენ ისევ ერთად ვართ, რათა ჩვენი პარტნიორობის ახალი ფურცლები შევქმნათ“, – ამბობს გალფის მთავარი აღმასრულებელი მაიკ ჯონსი.
„მოხარული ვართ იმით, რომ გალფი დაგვიბრუნდა და ორი გამორჩეული ბრენდი ახალ პარტნიორობას იწყებს. გალფი მაკლარენის ისტორიის ნაწილია და იმ სფეროში, რომელიც მაკლარენს საუკეთესოდ მიესადაგება, თავისი ინოვაციებით და ტექნიკური სრულყოფილებით არის ცნობილი. მოუთმენლად ველით ახალი პარტნიორობის დაწყებას ამ სეზონში“, – განაცხადა „მაკლარენ რეისინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ზეკ ბრაუნმა.
მიმდინარე სეზონის მომდევნო რბოლიდან, რომელსაც სილვერსტოუნი უმასპინძლებს, გალფის ლოგოები მაკლარენს სარკეების კორპუსებსა და ძრავის სეგმენტში გამოჩნდება.