NASA-მ მარსზე ქარბორბალას უიშვიათესი ფოტო გადაიღო

120 0

ქარბორბალები მარსზე არც ისე იშვიათია, რადგან წითელი პლანეტა ძალიან მტვრიანი და ქარიანი ადგილია, მაგრამ ეს ქარბორბალები ხშირად ძალიან ხანმოკლეა და გამოჩენისთანავე ქრება. შესაბამისად, მათი გადაღება ურთულესია.

თუმცა, 2019 წლის ოქტომბერში, მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა საკმაოდ დიდი, აქტიური ქარბორბალას გადაღება შეძლო; ფოტოს თავადაც ხედავთ.

ორბიტერმა ფოტო ინსტრუმენტ HiRISE-ით გადაიღო — უმძლავრესი კამერით, რომელიც მარსის ზედაპირს ფოტოებს 2006 წლიდან უღებს.

ფოტო რამდენიმე დღის წინ არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, რომელმაც ეს კამერა შექმნა და მართავს. ქარბორბალა პლანიტიის ვულკანურ ვაკეზე წარმოიქმნა.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ქარბორბალას სიგანე 50 მეტრია, მისი ჩრდილის სიგრძეზე დაყრდნობით კი სავარაუდოა, რომ სიმაღლე 650 მეტრი უნდა იყოს.

წითელ პლანეტაზე გაცილებით დიდი ქარბორბალებიც არის დაფიქსირებული. 2012 წლის მარტში, HiRISE-მ გადაიღო 20 კმ სიმაღლის ქარბორბალა, თუმცა, მისი სიგანე მხოლოდ 70 მეტრს აღწევდა.