Lamborghini-მ Urus ST-X Racer-ის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

246 0

Lamborghini-მ Urus ST-X სარბოლო მანქანის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ავტომობილი მომავალ წელს, იტალიის ქალაქ მიზანო-ადრიატიკოში, 2020 წლის სუპერ-ტროფეოს მსოფლიო ფინალში გამოჩნდება.

კომპანიამ Urus ST-X პირველად შარშან ნოემბერში, კონცეპტის სახით წარმოადგინა, ეფუძნება Lamborghini Squadra Corse-ს და ადვილად განირჩევა ჩვეულებრივი SUV-ისგან. გადაწყვეტილია იმავე მწვანე ფერში, რომელშიც Huracan-ის სარბოლო მანქანათა უმეტესობა და აღჭურვილია ცენტრალურად ბლოკირებადი ბორბლებით.

Lamborghini-მ მანქანა ასევე აღჭურვა FIA-ს სტანდარტის უსაფრთხოების კარკასით, ცეცხლის ჩაქრობის სისტემითა და საწვავის FT3 ავზით. ბევრი იმუშავეს იმაზეც, რომ Urus ST-X ჩვეულებრივ საგზაო მანქანაზე გაცილებით მსუბუქი ყოფილიყო და საბოლოოდ, მისმა მასამ 1649 კილოგრამს მიაღწია.

ძრავა იგივეა, რაც საგზაო მანქანაში — 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 641 ცხენის ძალითა და 850 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. მუშაობის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ როგორც ცნობილია, საწარმოო მოდელი 100 კმ/სთ-ს 3,6 წამში ავითარებს, სიჩქარის ზედა ზღვარი კი 305 კმ/სთ-ია.