ახალი ტექნოლოგია, რომლითაც მანქანაში ტელეფონს უკაბელოდ ნებისმიერ ადგილას დატენით

137 0

ლას-ვეგასის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე, კომპანია Yank Technologies-მა წარმოადგინა, როგორი შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში მანქანის უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია.

უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგია Qi-ს პადები ახლა მრავალ მანქანაშია, მაგრამ Yank-ის ტექნოლოგია გაცილებით უნივერსალურია. ტექნოლოგია ეფუძნება სამგანზომილებიანი ანტენების წყებას და მოწინავე გამაძლიერებელს, რაც საშუალებას გაძლევთ, მოწყობილობა მანქანაში ნებისმიერ ადგილას დატენოთ. ის ნამდვილად უკაბელოა და არ მოითხოვს არანაირ ფიზიკურ კონტაქტს ტელეფონსა და დამტენ პადს შორის.

საჭიროა მხოლოდ უკაბელო დამუხტვის ფუნქციის მქონე ტელეფონი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტექნოლოგიას სატენი პადი არ ესაჭიროება, ერთდროულად შესაძლებელია მრავალი მოწყობილობის დატენვა.

შეიძლება ვინმე დააფრთხოს დასამუხტი ტექნოლოგიის მიერ გამოყენებულმა რადიოტალღებმა, მაგრამ როგორც კომპანია Yank აცხადებს, სისტემა რადიოტალღების რადიაციის ყოველ კილოგრამზე მხოლოდ 0,06 ვატს გამოყოფს. შედარებისათვის, საუბრისას ტელეფონი 1,1 — 1,5 ვატს გამოყოფს. სისტემის დამუხტვის სიმძლავრე 30 ვატია.