Nike SB Dunk Low Gulf — ახალი ფეხსაცმელი 1970 წლის Porsche 917K Gulf-ის შთაგონებით

3329 0

Nike-მა საკუთარი პოპულარული ფეხსაცმლის, Dunk-ის ახალი ვერსია წარმოადგინა, რომლის შთაგონებაც 1970 წლის სახელგანთქმული Porsche 917K Gulf-ი გახდა.

კომპანიამ ფეხსაცმელს Nike SB Dunk Low ‘Gulf’-ი უწოდა; გადაწყვეტილია Gulf Oil-ის სახელგანთქმულ ცისფერ და ნარინჯისფერ ფერებში. ფეხსაცმელზე დატანებულია Nike-ის თეთრი ლოგო შავი კონტურებით, გვერდებსა და ენაზე კი ციფრი 58. თასმები შავ ფერშია გადაწყვეტილი.

ფეხსაცმელები 27 თებერვალს იაპონიაში გამოჩნდება, მარტის შუა რიცხვებში კი აშშ-ში და 100 დოლარი ეღირება. გამოცემა Input Mag-ის ცნობით, ფეხსაცმელები 400 დოლარად უკვე გამოჩნდა გადამყიდველებთან StockX-ზე, რაც იმაზე მიუთითებს, რამდენად კარგად მიიღეს ისინი სპორტული ფეხსაცმლის მოყვარულებმა.