Nissan-ის საბაზრო ფასი უკვე Subaru-ს ფასსაც ჩამორჩა

89 0

Nissan-ის ბაზრის კაპიტალიზაცია 9,6 პროცენტით შემცირდა და ამ მაჩვენებლით სხვა იაპონურ ავტომწარმოებლებს ჩამორჩა, მაგალითად, Subaru-ს.

აქციების ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც Nissan-მა წლიური დივიდენდის შემცირების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც, კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 19,8$ დარჩა. Bloomberg-ის ცნობით, საბაზრო ღირებულებით Nissan-მა იაპონურ ავტომწარმოებლებში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, Toyota-ს, Honda-ს, Suzuki-სა და Subaru-ს შემდეგ.

2020 წლის დასაწყისში Nissan-ის აქციების ფასი 19 პროცენტით დაეცა. 2019 წელს აქციები 28 პროცენტით დაეცა, 2018-ში კი 22 პროცენტით.

ბოლო წლებში Nissan-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად დაეცა ისეთ საკვანძო რეგიონებში, როგორიცაა აშშ, იაპონია და ევროპა; ამას მოჰყვა კომპანიის ხელმძღვანელის, კარლოს გოსნის დაპატიმრებით გამოწვეული სკანდალიც; ამის გამო, Nissan-ის საოპერაციო მოგების პროგნოზი 1,366 მილიარდი დოლარიდან 774,35 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2019 წელს დანაკარგი ნახა Renault-მაც, რომელიც იაპონური ავტომწარმოებლის 34-პროცენტიან წილს ფლობს; თუმცა, Renault-ს აქციების ფასი მნიშვნელოვნად მაინც არ შეცვლილა.

Nissan-მა დივიდენდები 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა, გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში თავის საწარმოებში შეამცირა 12 500 სამუშაო ადგილი; ამით Nissan-ს თანხების გამოთავისუფლება სურს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის, რაც აუცილებელია იმისათვის, რათა კომპანია კონკურენტუნარიანი დარჩეს ელექტრომობილებისა და თვითმავალი ავტომობილების სეგმენტში.