OnePlus-ის ახალ სმარტფონის დამალული კამერა ექნება, რისთვისაც McLaren-ს ტექნოლოგიას გამოიყენებს

142 0

ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე, OnePlus-ი წარმოადგენს თავის პირველ კონცეპტუალურ ტელეფონს, რომელიც იყენებს ისეთ ელექტროქრომირებულ მინას, როგორსაც უკვე იყენებენ McLaren 720S და Mercedes SL.

ავტომობილებში ელექტროქრომირებულ მინა გამოიყენება სალონში შემავალი თუ გამავალი სინათლის დასაბლოკად. თუმცა, ჩინური ტელეფონების მწარმოებელს მასთან დაკავშირებით სულ სხვა მიზანი აქვს — სმარფტონი Concept One ელექტროქრომირებულ მინას „უხილავი კამერისთვის“ გამოიყენებს.

კონცეპტუალური მობილური მოწყობილობის პრეზენტაცია შემდეგ კვირაში შედგება, მანამდე კი როგორც OnePlus-ი აღნიშნავს, მინა დაფარავს უკანა კამერის ლინზებს და მათ მხოლოდ გამოყენების დროს გამოაჩენს. ამისათვის კი ლინზები დაფარულია ეკრანით, რომელიც შეიცავს ორგანულ ნაწილაკებს, რომლებიც მათში გატარებული ძაბვის შესაბამისად ხდებიან გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე.

გამომდინარე იქიდან, რომ კამერის გააქტიურებამდე საფარი გაუმჭვირვალეა, ტელეფონს სუფთა და ურღვევი უკანა ნაწილი აქვს, რაც მას „პრემიუმ იერს ანიჭებს და მოსახმარებლად უფრო კომფორტულს ხდის“.

უნდა აღინიშნოს, რომ იდეა მართლაც არაორდინარულია და Concept One პირველი სმარტფონი იქნება, რომელიც ელექტროქრომირებულ მინას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ჩნდება ბევრი კითხვა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად აისახება ის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაზე.

გამოცემა Wired-ის ცნობით, OnePlus-ის კრეატიულ დირექტორ სი ზენგს ასეთი სმარტფონის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა McLaren-ის შტაბბინაში სტუმრობისას ელექტროქრომირებული მინა 720S-ში ნახა. ამის შემდეგ, მან და მისმა ინჟინერთა ჯგუფმა ამ მინის სმარტფონში გამოყენების შესაძლებლობა შეისწავლეს.

ამ დროისთვის ტელეფონის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, აღჭურვილი იქნება იგივე კამერით, რითაც OnePlus 7T Pro McLaren Edition-ი. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ეს ტელეფონი ჯერ მხოლოდ კონცეპტია და ჯიბეში მის ხილვას უახლოეს ხანებში სულაც არ უნდა ელოდოთ.