Porsche Taycan Turbo S-მა 100 კმ/სთ 2,4 წამში განავითარა, მეოთხედი მილი კი 105 წამში დაფარა

418 0

ავტომოყვარულები დიდხანს ელოდნენ, რა შეეძლო Porsche Taycan Turbo S-ს მეოთხედ მილში (402 მეტრი). ამჯერად, DragTimes-ის წყალობით, უკვე ვიცით, რამდენად სწრაფია Tesla Model S-ის მთავარი კონკურენტი.

Dragstrip ტესტირების დროს, მანქანამ 96 კმ/სთ 2,5 წამში განავითარა, მეოთხედი მილი კი 10,5 წამში დაფარა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ სავარაუდოდ, Porsche უფრო მეტ სიჩქარეს მალავს. ტესტირების წინ Taycan Turbo S არ მოუმზადებიათ და ბრუნვისას, ბორბლებს ცოტა პრობლემაც ჰქონდა. გარდა ამისა, საკმაოდ ძლიერი იყო შემხვედრი ქარიც. იმის დასადგენად, თუ რამდენად ახდენდა მანქანის აჩქარებაზე გავლენას დაბალი ჩაჭიდების მქონე გზის ზედაპირი, მანქანა სატესტო გზის სხვა მონაკვეთში, უკეთეს ზედაპირზე მოსინჯეს; 96 კმ/სთ-ის გასავითარებლად Taycan Turbo S-ს იქ 2,42 წამი დასჭირდა.

96 კმ/სთ 2,4 წამში და მილის მეოთხედი 10,5 წამში, 209 კმ/სთ სიჩქარით — ეს ის მაჩვენებლებია, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოცემა Car and Driver-ის მიერ ჩატარებულ ტესტებზეც დაფიქსირდა.