მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ბეტონი“, რომელიც დაზიანების შემთხვევაში საკუთარ თავს აღადგენს

64 0

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ე. წ. ცოცხალი ბეტონი, რომელშიც ფოტოსინთეზური ბაქტერიის მოთავსების შედეგად, ის იზრდება და საკუთარ თავს აღადგენს, ზუსტად ისე, როგორც ცოცხალი ორგანიზმი.

ბეტონი წარმოადგენს ჟელატინის, ქვიშისა და ციანობაქტერიის ნაზავს.

მიღებულმა სტრუქტურამ სამჯერ შეძლო საკუთარი თავის აღდგენა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ის დაჭრეს. ეს კი შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი მიღწევის ნიშანი იყოს თვითაღდგენადი მასალების სფეროში.

„ცოცხალი ბეტონი“ კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აშშ-ის მოწინავე ტექნოლოგიების სააგენტოსთან DARPA თანამშრომლობით შექმნეს. დახოცილი ბაქტერიების გამო, მას მომწვანო ფერო აქვს.

ბაქტერია რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლობს და გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, შეუძლია განახლებაც, რაც ბეტონის ზრდას იწვევს.
DARPA განსაკუთრებით დაინტერესებულია თვითზრდადი მასალების შექმნით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სტრუქტურების ასაშენებლად მიყრუებულ უდაბნოებში ან სულაც კოსმოსში.

თუკი ცოცხალმა ბეტონმა ეს თვისება ამ მასშტაბებშიც გამოავლინა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს იმ მასალების რაოდენობა და წონა, რომლებიც კოსმოსურ სააგენტოებს გაშვებისას ესაჭიროებათ.