ლეგენდარული ბრიტანელი ავტომრბოლელი სერ სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში ლონდონში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მოსი ფართო საზოგადოებაში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უდიდესი მრბოლელი, რომელსაც ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებული არასოდეს გამხდარა.
„მან კიდევ ერთი წრე დაასრულა, მხოლოდ თვალები დახუჭა“, — ამბობს სტირლინგის მეუღლე ლედი მოსი.
1929 წელს დაბადებული მოსი ფართოდ არის აღიარებული საჭესთან გამოჩენილი გამორჩეული უნარებით; ჰქონდა გამორჩეული კარიერა როგორც სპორტული მანქანებით რბოლაში, ისე ფორმულა ერთში. ამ მოწინავე შეჯიბრებას ის 1962 წელს, ავარიაში მოყოლის შემდეგ ჩამოშორდა, მაგრამ განაგრძობდა მონაწილეობას ისტორიულ რბოლებში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლიერ აქტიური იყო მოტორბოლებში. 1961 წელს BBC-მ ის სპორტის წლის ადამიანად დაასახელა.
ბრიტანელმა მრბოლელმა, ფორმულა ერთის ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა კარიერის დასაწყისში მოსთან ახლო მეგობრობა ჩამოაყალიბა და ის ნამდვილად არის მრავალ იმ მოქმედ თუ ყოფილ მრბოლელს შორის, რომლებიც უნდა უმადლოდე კაცს, რომელიც 1955-1961 წლებში ოთხჯერ გავიდა ფორმულა ერთის ფინალში.
„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ფორმულა ერთის ლეგენდას, სერ სტირლინგ ჰამილტონს. ნამდვილად მომენატრება ჩვენი საუბრები. გულწრფელად მადლობელი ვარ, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობის საშუალება მქონდა. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა მის ოჯახთანაა. მშვიდად განისვენე“, — წერს ჰამილტონი Twitter-ზე.
მოსის გარდაცვალებას ჰამილტონი Instagram-ზეც ეხმაურება.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ ამ დიდი ადამიანის დიდებული ცხოვრება. გულწრფელად ვამბობ, ის წარმოუდგენლად უჩვეულო მეწყვილე და მეგობარი იყო. ჩვენ ორი სრულიად სხვადასხვა დროისა და წარსულის ადამიანი ვიყავით, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ორივე რბოლის სიყვარულმა დაგვამეგობრა“.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯეკი სტიუარტი, რომელიც მოსის ბიოგრაფიას ახალგაზრდობიდან აგროვებდა და მისი ვაჟის, ელიოტის ნათლიაც გახდა, BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსი „დადიოდა ისე, როგორც ავტომრბოლელი უნდა დადიოდეს, ლაპარაკობდა ისე, როგორც მრბოლელს შეშვენის, გამოიყურებოდა ისე, როგორც ავტომრბოლელი უნდა გამოიყურებოდეს და მან დაამკვიდრა სტანდარტი, რომელიც ვფიქრობ, მისი წასვლის შემდეგ მიუღწეველია“.
პროფსიონალურ რბოლაში მოსმა 1948 წელს, 18 წლის ასაკში, Cooper 500-ით შეაბიჯა. 14-წლიანი კარიერის განმავლობაში, F1-ის 66 რბოლიდან მოიგო 16. შთამბეჭდავად მონაწილეობდა ყველა კატეგორიაში, სულ მიაღწია 375 ფინიშს, საიდანაც 212 მოიგო.
1955 წელს ხელშეკრულება გააფორმა Mercedes Benz-თან, რათა რბოლაში მონაწილეობა მიეღო ლეგენდარულ არგენტილენ ხუან მანუელ ფანხიოსთან ერთად, რომელმაც შემდეგ მოსს მოუგო. თუმცა, ამავე წელს, იტალიის მილე-მილიას ღია გზის რბოლაში ის მსოფლიოს ერთ-ერთი განსაკუთრებული მრბოლელი გახდა საკუთარ თაობაში. მოსი Mercedes-Benz 300SLR-ს მართავდა, დაამყარა ახალი რეკორდი და 32 წუთში დაამარცხა ხუან მანუელ ფანხიო.
მოსი ავტოსპორტს მთელი ცხოვრება მისდევდა, იცავდა ავტომრბოლელის ცხოვრების სტილის ყველა ასპექტს. მას მტკიცედ სწამდა გამარჯვების ყოველი მცდელობისას, რაც როგორც თავად აღიარებდა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ტიტულები.
2011 წელს, 81 წლის ასაკში, ის ავტორბოლიდან წავიდა და უძრავი ქონების საოჯახო ბიზნესში ჩაერთო; მანამდე კი მონაწილეობას იღებდა ისტორიულ სარბოლო შეხვედრებში. 2015 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, ბოლო პერიოდში კი გამოჩნდა ფილმში „მწვანე ჯოჯოხეთი“, რომელშიც გააცოცხლა თავის 1961 წლის გამარჯვება ნიურბურგრინგზე. 2000 წელს მიენიჭა რაინდის ტიტული, 2005 წელს კი მიიღო ბრიტანეთის ჯილდო Segrave სიგრეივის თასი. 2006 წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ მოტორსპორტში შეტანილი წვლილისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
Mercedes-ის მისი ყოფილი გუნდი Twitter-ზე წერს:
„დღეს სპორტულმა სამყარომ დაკარგა არა მხოლოდ ნამდვილი სიმბოლო და ლეგენდა, არამედ ჯენტლმენიც. ჩვენმა გუნდმა და მთელმა Mercedes Motorsport-ის ოჯახმა ძვირფასი მეგობარი დაკარგა. სერ სტირლინგ, მოგვენატრები“.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.